მამის მკვლელი1923 წლის ქართული ფილმი, გადაღებული რეჟისორ ამო ბეკ-ნაზაროვის მიერ, ალექსანდრე ყაზბეგის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით.

„მამის მკვლელი“
დამდგმელი რეჟისორი ამო ბეკ-ნაზაროვი
პროდიუსერი გერმანე გოგიტიძე
სცენარის ავტორი ამო ბეკ-ნაზაროვი
როლებში ნატო ვაჩნაძე
ოპერატორი სერგეი ზაბოზლაევი
მხატვარი ვალერიან სიდამონ-ერისთავი
კ. ტირი
გამოსვლის თარიღი 1923
ხანგრძლივობა 61 წთ
ქვეყანა სსრკ
ენა მუნჯი

სიუჟეტი რედაქტირება

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ნუნუს და იაგოს ერთმანეთი უყვართ, მაგრამ ცოლიანი ჩაფარი გირგოლა ქალის ხელში ჩაგდებას ცდილობს. გირგოლა იაგოს დააბეზღებს, უმიზეზოდ დააჭერინებს, ნუნუს იძულებით მიათხოვებს თავის გონებაჩლუნგ ძმას, ქალს დაიმარტოხელებს და გააუპატიურებს. ნუნუ მდინარეში გადავარდება, მაგრამ იაგოს მეგობრები გადაარჩენენ, ციხიდან გაქცეულ იაგოს და მის მეგობრებს გირგოლა დუქანში მიუხტება და ჩაფრებს ჩაახოცინებს. ის ნუნუს მოხუც მამასაც მოკლავს და დანაშაულს ქალს გადააბრალებს. ნუნუს სამარცხვინო ბოძზე გააკრავენ, შემდეგ კი გადაასახლებენ, გატანჯული ქალი კატორღაში დაიღუპება.

როლებში რედაქტირება

გადაღება რედაქტირება

ამო ბეკ-ნაზაროვმა თავად დაწერა სცენარი და მოთხრობის შინაარსს დაამატა რამდენიმე ეპიზოდი, რომლებშიც ხაზი გაუსვა რუსეთის იმპერიაში ხალხთა ჩაგვრას.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • ირაკლი მახარაძე, „დიადი მუნჯი“ — ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბილისი, 2014 ISBN 978-9941-23-104-9