მალხაზ აშორდია (დ. 27 ივნისი, 1955) — ქართველი მათემატიკოსი, მეცნიერი და პედაგოგი. დაიბადა ქალაქ თბილისში. 1975 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1978 წელს მ. ვ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, ხოლო 1985 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა. მუშაობს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1994 წლიდან. 2006 წლიდან არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ზოგადი მათემატიკის“ მიმართულების სრული პროფესორი. სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი. გამოქვეყნებული აქვს 80-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 2 მონოგრაფია. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1998) და პროფესორი (2002).

ჯილდოები, პრემიები და პრიზები რედაქტირება

  • 2005 - ნიკო მუსხელიშვილის სახელობის პრემია

ლიტერატურა რედაქტირება

საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006, შემდგ. და რედ. ირინა ჯაფარიძე, თბ., 2012, გვ. 11, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი: sou.edu.ge

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება