მალხაზიანის სამაროვანი

არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში

მალხაზიანის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ სათაფლეში, სადგურ იორიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 8 კილომეტრზე. აქ შემთხვევით მიკვლეულ ორმოსამარხებში, მოსახლეობას ბრინჯაოს ორი სატევარი აღმოუჩენია, რომელთა მიხედვით არქეოლოგმა მ. ივასჩენკომ სამარხები ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისით დაათარიღა.

ლიტერატურა რედაქტირება