მალტური მექანიზმი

მალტური მექანიზმი (ასევე მალტური ჯვარი) — მოწყობილობა, რომელიც უწყვეტ ბრუნვას წყვეტილად გარდაქმნის[1].

6 ღრიჭოს მქონე მალტური მექანიზმის (გარე) მუშაობის ანიმაცია
შიგა მოდების მალტური მექანიზმი

მალტური მექანიზმი იმ მექანიზმის ერთ-ერთი ნაწილია, რომელსაც აყენებენ ავტომატურ და სხვა ჩარხებზე, კინოსაპროექციო აპარატებსა და დანადგარებზე მოძრაობის პერიოდულად გასაჩერებლად. იყენებენ შიგა და გარე მოდების მალტურ მექანიზმებს.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება