მალასპინა[1] (ინგლ. Malaspina Glacier) — მთისპირა მყინვარი ალასკის სამხრეთ სანაპიროზე, აშშ-ში. გაწოლილია იაკუტატისა და აისი-ბეის ყურეებს შორის. სიგრძე 45 კმ, სიგანე 65 კმ, ფართობი 3900 კმ². ყინულის სისქეა 610 მ.[2] შექმნილია რამდენიმე მყინვარული ნაკადით, რომლებიც წმინდა ილიას მთიდან ეშვება. მყინვარის საფუძველის ნაწილი განლაგებულია ზღვის დონიდან 300 მ-ით დაბლა. ზემო სიუარდისა და ქვემო სიუარდის მყინვარებთან ერთად, რომელიც 1500–2000 მ სიმაღლეზე მდებარეობს ქმნის ვეებერთელა სიუარდ-მალასპინის მთა-მყინავარულ კომპლექსს, რომელიც შედის ვრანგელ-წმინდა ილიას ეროვნული პარკის შემადგენლობაში. 1930-იანი წლებიდან მალასპინის ფართობი მცირდება, ოკეანის ნაპირიდან უკან იხევს და ტოვებს ბოლომორენულ ზვინულს, რომელიც თანდათანობით წიწვოვანი ტყით იმოსება.[2] სახელი ეწოდა კაპიტნის — ალესანდრო მალასპინას პატივსაცემად, რომელიც ალასკის სანაპიროს შეისწავლიდა 1791 წელს.[3]

მალასპინა
კოორდინატები: 59°55′09″ ჩ. გ. 140°31′58″ დ. გ. / 59.91917° ჩ. გ. 140.53278° დ. გ. / 59.91917; -140.53278
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ქედი წმინდა ილიას მთები
ფართობი 3900 კმ²
სიგრძე 45 კმ
სიგანე 65 კმ
სისქე 610 
მალასპინა — ალასკა
მალასპინა

სქოლიო რედაქტირება