მალავის ტბის ეროვნული პარკი

მალავის ტბის ეროვნული პარკიეროვნული პარკი მალავიში. მდებარეობს მალავის ტბის სამხრეთ კიდესთან. ის ერთადერთი პარკია ამ ქვეყანაში, რომელიც თევზებისა და წყლის სხვა ბინადართა დასაცავად შეიქმნა. ეროვნული პარკი ხმელეთის გარკვეულ ნაწილსაც მოიცავს, რომელსაც ძირითადად ტბაში მდებარე კუნძულები შეადგენს, სადაც გავრცელებულია ცხოველები, მაგალითად პავიანები, ასევე 800 წლოვანი ბაობაბის ხე, რომლის ქვეშაც როგორც ამბობენ დეივიდ ლივინგსტონი ქადაგებდა ხოლმე და ესაუბრებოდა სხვა მისიონერებს. პარკის ტერიტორიაზე ასევე მდებარეობს ხუთი ადრეული მისიონერის საფლავი. პარკში არსებული თევზის მრავალი ენდემური სახეობა მნიშვნელოვანია ევოლუციის შესწავლისას.

მალავის ტბის ეროვნული პარკი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა მალავის დროშა მალავი
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები vii, ix, x
სია [1]
რეგიონი** აფრიკა
კოორდინატები 14°02′00″ ს. გ. 34°53′00″ ა. გ. / 14.03333° ს. გ. 34.88333° ა. გ. / -14.03333; 34.88333
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1984  (მე-8 სესია)
ნომერი 289
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 289
ინგლ.რუს.ფრ.

1984 წლიდან, პარკი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება