მალაგასიელები — ხალხი, მადაგასკარის რესპუბლიკის ძირითადი მოსახლეობა. ლაპარაკობენ მალაგასიურ ენაზე. რელიგიით ნაწილი პროტესტანტია, ნაწილი — კათოლიკე, შემონახულია ძვ. რწმენათა გადმონაშთები. მათი წარმომავლობა დაუდგენელია. ფიქრობენ, რომ თავდაპირველად მოსახლეობა მადაგასკარზე სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკიდან მოვიდა. ძვ. წ. X ს-იდან ახ. წ. X ს-მდე კუნძულზე სახლდებოდა აზიის კუნძულებიდან დაძრული მოსახლეობა, რომელიც შეერწყა უფრო ძველ მოსახლეობას. მალაგასიელების ფიზიკურ ტიპში შემონახული ნეგროიდული ნიშნები მიუთითებენ ამ უძველეს ნეგროიდულ სუბსტრატზე. მისდევენ მიწათმოქმედებას და მესაქონლეობას.

მალაგასიელები

მალაგასიელები
საერთო მოსახლეობა
22 მილიონი
ენები მალაგასიური
რელიგიები პროტესტანტიზმი
კათოლიციზმი

ლიტერატურა რედაქტირება