მაკა ელბაქიძე (დ. 5 სექტემბერი, 1965) — ქართველი პედაგოგი და ფილოლოგი.

ბიოგრაფია რედაქტირება

1994-2006 წლებში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-საზღვარგარეთული ლიტერატურული ურთიერთობების ლაბორატორიაში. 2006 წელს სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა კემბრიჯის უნივერსიტეტში. იყო ჰუმანიტარული ფაკულტეტის ფილოლოგიის მიმართულების დარგობრივი კოლეგიის თავმჯდომარე და საუნივერსიტეტო საგამომცემლო კოლეგიის წევრი. 2008 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დარგობრივი ფილოლოგიის სექციის სადისერტაციო კომისიის, კომპარატივისტული ლიტერატურის საერთაშორისო ასოციაციისა (ICLA) და ასევე კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის (GCLA) გამგეობის წევრი. აქტიურად მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციაში.

იგი ავტორია 40-ზე მეტი გამოქვეყნებული ნაშრომისა და მონოგრაფიის. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა: რუსთველოლოგია, ქართული ლიტერატურა, კომპარატივისტული ლიტერატურა და ა.შ. 2006 წლიდან ყოველწლიური სამეცნიერო ჟურნალ „ლიტერატურული ძიებანის“ მთავარი რედაქტორი, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი და შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ვეფხისტყაოსნის პოეტიკის ზოგიერთი საკითხი შუასაუკუნეების ფრანგულ რაინდულ რომანთან ტიპოლოგიურ მიმართებაში (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2005. - 178 გვ. - ISBN: 99940-51-42-3

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება