მაიტრეა ( სანსკ: मैत्रेय მაიტრეჲა; პალი: მეტტეჲა; ბირმ: အရိမေတ္တေယျ Arimeiteiya; ჩინ: 彌勒菩薩 Mílè Púsa; 弥勒菩薩 მიროქუ ბოსაცუ; 미륵보살 მირიკ ბოსალ; მონღ: ᠮᠠᠶᠢᠳᠠᠷᠢ᠂ ᠠᠰᠠᠷᠠᠯᠲᠣ; Майдар, Асралт; Mayidari, Asaraltu; ტიბ: བྱམས་པ་ ვაილი: Byams Pa ჯამ პა; ვიეტ: Di-lặc (Bồ Tát); ტაი: ศรีอรายะ Sriaraya) ბუდისტურ ესქატოლოგიაში არის ამ სამყაროს მომავლის ბუდა. ზოგ ბუდისტურ ლიტერატურაში, მაგ. ამიტაბჰას სუტრასა და ლოტოსის სუტრაში მოიხსენიება აჯიტა ბოდჰისატტვად.

ბუდა მაიტრეას 32 მ-იანი ქანდაკება, ნურბას ველი, ლადაქი, ინდოეთი.

ბუდისტურ ტრადიციაში, მაიტრეა არის ბოდჰისატტვა, რომელიც გაჩნდება დედამიწაზე, უმოკლეს ხანში მიაღწევს სრულ გასხივოსნებას და ასწავლის წმინდა დჰარმას. წმინდა წერილთა თანახმად, მაიტრეა ბუდიზმის დამაარსებელ ისტორიულ ბუდა შაკიამუნის მემკვიდრე იქნება. მაიტრეას მოსვლა ნაწინასწარმეტყველევია ჯამბუდვიპაში, როდესაც დჰარმა დაივიწყება. ის ყველა ბუდისტური სკოლის თერავადას, მაჰაიანასა და ვაჯრაიანას კანონიკურ ლიტერატურაშია და ყველა ბუდისტი აღიარებს, რომ იგი მოვა, როდესაც დედამიწაზე დჰარმას დაივიწყებენ.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: