მაიკლ კოჯო ესიენი (ინგლ. Michael Kojo Essien; 3 დეკემბერი, 1982, აკრა, განა) — ფეხბურთელი, განის ეროვნული ნაკრების და „ჩელსის“ ნახევარმცველი

მაიკლ ესიენი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
მაიკლ კოჯო ესიენი
დაბადების
თარიღი
3 დეკემბერი, 1982 (1982-12-03) (41 წლის)
დაბადების
ადგილი
აკრა, განა
სიმაღლე 177 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
პანათინაიკოსი
ნომერი 2
ახალგაზრდული კარიერა
1999-2000 ლიბერტი პროფესიონალსი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2000-2003 ბასტია 66 (11)
2003-2005 ლიონი 71 (7)
2005-2014 ჩელსი 168 (17)
2012-2013   რეალ მადრიდი 20 (2)
2014-2015 მილანი 20 (0)
2015- პანათინაიკოსი 10 (1)
ეროვნული ნაკრები
2002- განა 58 (9)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 29 ნოემბერი, 2014

ბიოგრაფია რედაქტირება

მაიკლ ესიენი დაიბადა ქალაქ აკრაში, განის დედაქალაქში, სადაც დაიწყო ფეხბურთის თამაში. მისი პირველი პროფესიონალური კლუბი გახდა ადგილობრივი „ლიბერტი“. მისი მომდევნო კლუბი ფრანგული „ბასტია“ გახდა. იქ ესიენს მომავალ ვიეირად თვლიდნენ. „ბასტიაში“ ის კლუბის ლიდერი გახდა, მისი დახმარებით კლუბი უეფას თასზე მოხვდა და საფრანგეთის პირველობაზე 6 გოლი გაიტანა. 2002 წელს მაიკლი „ლიონში“ 7.8 მილიონი დოლარის სანაცვლოდ გადავიდა. 2005 წლის 19 აგვისტოს კი აფრიკელი მოთამაშისთვის რეკორდულ თანხად, 26 მილიონი ფუნტის (47 მილიონი დოლარი) სანაცვლოდ „ჩელსიში“ მოხვდა. ახალ გუნდში დებიუტი „არსენალთან“ მატჩში შედგა 21 აგვისტოს. „ლიონში“, 2 სეზონის განმავლობაში, მან ორივეჯერ მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი, გახდა 2005 წლის საფრანგეთის საუკეთესო მოთამაშე, ჩემპიონთა ლიგის 10 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა. 2006/2007 წლის სეზონში გახდა „ჩელსის“ საუკეთესო ფეხბურთელი. 2007 წელს განელმა „ჩელსისთან“ გააფორმა ახალი 5 წლიანი კონტრაქტი. კონტრაქტის მიხედვით მისი 1 კვირის ხელფასი 90 000 ფუნტს შეადგენდა. ის განის ნაკრების ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია.

ესიენი ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელია, შეუძლია ნახევარდაცვიდან უკან დახევა და დაცვის ნებისმიერ პოზიციაზე თამაში, ხშირად და კარგად ერთვება შეტევებში და აქვს კარგი შორეული დარტყმა. მაიკლი განის ეროვნული ნაკრების კაპიტანია.

2009 წლის დეკემბერში, განელმა მუხლის უმძიმესი ტრავმა მიიღო, ამის გამო ის ნაკრებთან ერთად ვეღარ გაემგზავრა მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე. ესიენს კონტრაქტი „ჩელსისთან“ 2013 წლამდე ჰქონდა, მან ახალი კონტრაქტი გააფორმა და რომლის მიხედვითაც ის „სტემფორდ ბრიჯზე“ 2015 წლამდე უნდა დარჩენილიყო[1].

2010 წლის 4 დეკემბერს, „ევერტონთან“ შეხვედრაში, ესიენმა „ჩელსის“ რიგებში მე-200 მატჩი ჩაატარა[2].

2012 წლის 31 აგვისტოს, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, ის განათხოვრებული იქნა „მადრიდის რეალში“. 3 ნოემბერს მაიკლმა „სამეფო კლუბის“ რიგებში გაიტანა თავისი პირველი გოლი „სარაგოსას“ კარში[3]. იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ იგი კვლავ დაუბრუნდა ჩელსის რიგებს.

2013-14 წლის პირველი ნახევარი მან ლონდონში გაატარა და 9 თამაშის ჩატარება მოასწრო იქამდე, სანამ გუნდი მას მილანში გაყიდიდა. მილანში მან 2 სეზონი ჩაატარა და ყველა ტურნირზე 22 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

2015 წლის 2 ივნისს, მაიკლ ესიენმა 2 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი ბერძნულ კლუბ პანათინაიკოსთან. მან სეზონის დასაწყისში 3 თვე გამოტოვა ტრავმის გამო, მაგრამ დაბრუნების შემდეგ ის გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა და გოლის გატანაც მოასწრო.


საინტერესო ფაქტები რედაქტირება

განაში თითოეული ადამიანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კვირის იმ დღეს, რომელ დღესაც დაიბადა და ხშირად ადამიანს მეორე სახელად არქმევენ კვირის იმ დღის სახელს, როდესაც დაიბადა. მაიკლ კოჯო ესიენი, სახელი კოჯო „ორშაბათს“ ნიშნავს.

ტიტულები რედაქტირება

საკლუბო რედაქტირება

ლიონი

  • ლიგა 1-ის ჩემპიონი: 2003-2004, 2004-2005
  • სულ: 2 თასი

ჩელსი

ინდივიდუალური რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-06-08. ციტირების თარიღი: 2013-01-19.
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-15. ციტირების თარიღი: 2013-01-19.
  3. http://www.championat.com/football/news-1360699-real-razgromil-saragosu-i-vyshel-na-trete-mesto-ronaldu-zabit-ne-sumel.html