მადლენის ეკლესია (ფრანგ. l'église de la Madeleine) — მარიამ მაგდალინელის სახელობის ეკლესია პარიზში, ამავე სახელწოდების მოედანზე. მოედნის სხვა ნაგებობებთან ერთად წარმოადგენს ფრანგული არქიტექტურის კლასიციზმის ეტალონს.

მდინარე სენის სანაპირო პარიზში: მადლენის ეკლესია*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, ii, iv
სია [1]
რეგიონი** ევროპა და ჩრდილოეთი ამერიკა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1991  (მე-15 სესია)
ნომერი 600
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 600
ინგლ.რუს.ფრ.

ეკლესია ბერძნულ-რომაული სტილისაა. სიგრძე 108 მეტრი, ხოლო სიგანე - 43 მეტრი. ეკლესიის მთელ პერიმეტრზე დგას 52 კორინთული სვეტი.

1991 წელს მდინარე სენის სანაპიროზე მდებარე სხვა ძეგლებთან ერთად მადლენის ეკლესია შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში[1].

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება