მაგნუს II ერიქსონი, მაგნუს ერიქსონი (დ. 1316 — გ. 1 დეკემბერი, 1374) — შვედეთის მეფე, მაგნუს ლადულოსის შვილიშვილი.

მაგნუს II ერიქსონი

სამი წლისას ნორვეგიის ტახტი ერგო სამკვიდროდ, თუმცა შვედეთის ტახტზე დასვეს. მაგნუსის მეფობისას ქვეყნის სალაროს დიდი ზარალი მიადგა მისი და კარის მკვიდრთა მდიდრული ცხოვრების შედეგად. 1338 წელს შვედურ არისტოკრატიას უკმაყოფილების ტალღამ გადაუარა, რაც განსაკუთრებული სიმწვავით ნორვეგიაში გამოვლინდა. სწორედ ნორვეგიაში 1343 წელს ტახტზე მისი ვაჟი ჰოაკინი აიყვანეს.

1344 წელს მაგნუსის მეორე ვაჟი შვედეთის ტახტის მემკვიდრედ აკურთხეს. მაგნუს II-მ ესტლანდიისა და ლივონიის ხელში ჩაგდება რამდენიმეჯერ სცადა, თუმცა უშედეგოდ. ნოვგოროდში გერმანელი ვაჭრების შევიწროვებამ მაგნუსს ჰანზელებთან შეტაკებები მოუტანა. მეფესა და ქალაქებს შორის შუამავლად ჰერცოგი ალბრეხტ მაკლენბურგი გამოდიოდა.

ლიტერატურა რედაქტირება