მაგნოლისებრნი (ლათ. Magnoliaceae) — ორლებნიანი მცენარეთა ოჯახი. მარადმწვანე ან ფოთოლმცვივანი ხეებია, იშვიათად ბუჩქები.აქვთ მთლიანი ან დანაკვთული, ხშირად თანაფოთლებიანი ფოთლები, ორსქესიანი (იშვიათად ერთსქესიანი) ყვავილები, მრავალი მტვრიანა.

მაგნოლიასებრნი
ხეტიტას ლირიოდენდრონი
ხეტიტას ლირიოდენდრონი (Liriodendron tulipifera)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  მაგნოლიასებრნი
ლათინური სახელი
Magnoliaceae

ოჯახში 12 გვარის 220-მდე სახეობაა, რომელიც გავრცელებულია აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთში და ცენტრალურ ამერიკაში, აგრეთვე ვესტინდოეთსა და სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთში.

ყოფილ სსრკ-ში, კერძოდ, კურილის კუნძულებზე ამ ოჯახიდან ბუნებრივად იზრდება მაგნოლიის გვარის მხოლოდ 1 სახეობა; სამხრეთ რაიონებში დეკორატიულ მცენარედ კულტივირებულია 20-მდე სახეობა

ლიტერატურა რედაქტირება