მაგნიტური ბორცვი (ხანდახან გრავიტაციული ბორცვი) — ადგილი, სადაც არემარის ზედაპირი ქმნის ოპტიკურ ილუზიას, თითქოს ოდნავი დაქანება სინამდვილეში აღმართია. შედეგად, ავტომანქანა, რომლის სიჩქარეების კოლოფი გამორთულია, "აღმართზე" თავისუფლად გორავს. მსოფლიოში მრავალი ამგვარი მაგნიტური ბორცვი არსებობს მათ შორის თბილისში ფუნიკულიორის გზაზე.

მაგნიტური ბორცვი, Moncton, კანადა