მაგნეტო (Magneto) — Marvel Comics-ის გამოგონილი პერსონაჟი. პირველად გამოჩნდა კომიქსში შემზარავი იქს-ადამიანები #1 (1963 წლის სექტემბერი). შექმნილია მწერალი სტენ ლისა და ილუსტრატორი ჯეკ კირბის მიერ.

მაგნეტო
გამოცემის ინფორმაცია
გამომცემელი Marvel Comics
პირველი გამოჩენა იქს–ადამიანები #1 (1963 წლის სექტემბერი)
ავტორ(ებ)ი სტენ ლი, ჯეკ კირბი
დახასიათება
ალტერ ეგო მაქს ეიზენჰარდტი
სახეობა ადამიანი-მუტანტი
მოკავშირეები მუტანტების საძმო
გენოშას ექსკალიბური
იქს-ადამიანები
ახალი მუტანტები
Hellfire Club
დამხმარეები
ველური მიწის მუტანტები
Sonderkommando
შესაძლებლობა მაგნეტიზმის მართვა,
გენიოსის-დონის ინტელექტი

მაგნეტო ძლიერი მუტანტია, რომელსაც შეუძლია ელექტრომაგნიტური ძალების წარმოქმნა და კონტროლი. გამოჩენის დღიდან იგი იქს-ადამიანების უმთავრესი მტერია. ადრეულ წლებში, მისი მოტივები გამომდინარეობდა მუტანტისთვის დამახასიათებელი მეგალომანიიდან, თუმცაღა შემდგომ ნომრებში მწერლებმა მისი პიროვნება უკეთ გააცნეს მკითხველს. მაგნეტო ებრაელი პატიმარია, რომელიც ჰოლოკოსტს გადაურჩა. იგი ცდილობს დაიცვას მუტანტების რასა და მსგავს ბედისწერას გადაარჩინოს. მისი როლი კომიქსებში იცვლება სუპერბოროტმოქმედიდან - სუპერგმირამდე.

მსახიობი იენ მაკკელენი ანსახიერებს პერსონაჟს ფილმ ”იქს-ადამიანების” სერიებში. 2008 წლის მაისში, გაზეთ Wizard-ის ყველა დროის 200 საუკეთესო კომიქსის პერსონაჟს შორის მაგნეტომ მე-17 ადგილი დაიკავა, IGN-ის ყველა დროის 100 საუკეთესო სუპერბოროტმოქმედს შორის კი პირველი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება