მაგნიტოპლანი ან მაგლევი (ინგლ. magnetic levitation) — მატარებელი მაგნიტურ საკიდზე, მოძრავი და მართული მაგნიტური ძალის მიერ. ასეთი შემადგენლობა, ჩვეულებრივი მატარებლებისგან განსხვავებით, მოძრაობისას ლიანდაგების ზედაპირს არ ეხება. რამდენადაც მატარებელსა და მოძრაობის ზედაპირს შორის არსებობს ნაპრალი, ხახუნი გამორიცხულია, ერთადერთი მამუხრუჭებელი ძალა აეროდინამიკური წინააღმდეგობის ძალაა. მიეკუთვნება მონორელსურ ტრანსპორტს.

მატარებელი მაგნიტური საკიდით შანჰაიში, ჩინეთი

მაგლევის მიერ მიღწეული სიჩქარე თვითმფრინავის სიჩქარეს უტოლდება და (შიდა ფრენების) ავიაციას კონკურენციაც კი შეუძლია გაუწიოს (1000 კმ\სთ). საზოგადოებრივი მოხმარებისათვის ტექნოლოგია მხოლოდ რამდენიმეჯერ იქნა გამოყენებული. დღესდღეობით მაგლევი ვერ იყენებს არსებულ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას, თუმცა, არსებობს პროექტები მაგნიტური გზის ელემენტების ლიანდაგებქვეშ ან ავტოსტრადებზე განლაგებისა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება