მაგარი ხორბალი (ლათ. Triticum durum) — ხორბლის ტეტრაპლოიდური სახეობა. მსოფლიოში გავრცელების მიხედვით II ადგილი უკავია რბილი ხორბლის შემდეგ.

მაგარი ხორბალი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
კლასი:  ერთლებნიანები
ოჯახი:  მარცვლოვანნი
გვარი:  ხორბალი
სახეობა:  მაგარი ხორბალი
ლათინური სახელი
Triticum durum

ყოფილ სსრკ-ში უმთავრესად ევროპის ნაწილშია კულტივირებული. პოლიმორფული სახეობაა. ძირითადად გავრცელებულია საგაზაფხულო ფორმა. აქვს მსხვილი, მაღალხარისხოვანი ცილებით მდიდარი მარცვალი. ფქვილის წარმოებაში იყენებენ რბილი ხორბლის ფქვილის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

საქართველოში უმეტესად თესავენ შავთავთავიან და შავფხიან ავტოქტონურ ჯიშებს („შავფხა“). ძვირფასი სასელექციო მასალაა ხორბლის ახალი ჯიშებისა და ფორმების შესაქმნელად. სოკოვან დაავადებათა მიმართ გამძლეა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება