მაანიკვარა

მდინარე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში

მაანიკვარამდინარე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს ბზიფის ქედის სამხრეთ განშტოებაზე, ზღვის დონიდან 945 მ სიმაღლეზე, ერთვის შავ ზღვას. სიგრძე 10.9 კმ, აუზის ფართობი 38.9 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყლის დანარჩენ დროს — წყალმოვარდნები. წყლის საშუალო წლიური ხარჯი 1.77 მ³/წმ.

მაანიკვარა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები გუდაუთის მუნიციპალიტეტი (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა)
სათავე ბზიფის ქედი
სათავის სიმაღლე 945 მ
შესართავი შავი ზღვა
სიგრძე 10.9 კმ
აუზის ფართობი 38.9 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 1.77 მ³/წმ
მაანიკვარა — საქართველო
მაანიკვარა — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
— სათავე, — შესართავი

მდინარე მაანიკვარა მოედინება მდინარე ფსირცხას აღმოსავლეთით, რომელთა შორის მდებარეობს კარსტული წარმონაქმნი — მაანიკვარის შახტი.

ლიტერატურა რედაქტირება