ლუქსორის ობელისკი

ლუქსირის ობელისკი (ფრანგ. obélisque de Louxor) — პარიზის ღირსშესანიშნაობა. აღმართულია კონკორდის მოედანზე.

კონკორდის მოედანზე აღმართული ობელისკი

ლუქსორის ეგვიპტური ობელისკი ძველი წელთაღრიცხვის XIII საუკუნით თარიღდება. იგი საფრანგეთში 1833 წელს ჩამოიტანეს წელს და კონკორდის მოედანზე 1836 წლის 25 ოქტომბერს დადგეს. მეფე ლუი-ფილიპეს განკარგულებით იგი დაიდგა მოედნის ცენტრში იმ პერიოდში, როდესაც ამ ადგილის მოწყობა მიმდინარეობდა. ობელისკი სიმაღლით დაახლოებით 22,5 მეტრია, მონოლითური, ვარდისფერი სიენიტის ნაგებობა, იწონის დაახლოებით 227 ტონას. იგი აღმართულია 9 მეტრიან კვარცხლბეკზე და ზემოთ მთავრდება მოოქროვილი 3,5 მეტრიანი პირამიდონით. ობელისკზე ამოტვიფრულია იეროგლიფები ფარაონ რამზეს II-ს სადიდებლად.

1998 წელს პიერ ბერჟესა და ივ სენ-ლორანის მეცენატობით განხოციელდა პირამიდიონის რესტავრაცია. ობელისკს აქვს მზის საათის დანიშნულებაც.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Todd Porterfield: The Obelisk on the Place de la Concorde. Post-Revolutionary Politics and Egyptian Culture. In: Wilfried Seipel (Hrsg.): Ägyptomanie. Europäische Ägyptenimagination von der Antike bis heute. Kunsthistorischen Museum, Wien 2000, ISBN 3-85497-016-1 (Schriften des Kunsthistorischen Museum 3), S. 62–82.
  • Labīb Ḥabašī: Die unsterblichen Obelisken Ägyptens. Überarbeitete und erweiterte Neuauflage von Carola Vogel. Zabern, Mainz 2000, ISBN 3-8053-2658-0, 89ff.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება