ლურჯფეხა აბლაბუდიანი სოკო

ლურჯფეხა აბლაბუდიანი სოკო (ლათ. Cortinarius cyanopus) — სოკოს სახეობა აბლაბუდიანი სოკოების გვარისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ევროპას, ჩრდილოეთ აფრიკასა (მაროკო) და ჩრდილოეთ ამერიკას (აშშ).[1]

ლურჯფეხა აბლაბუდიანი სოკო
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  კორტინარიუსისებრნი
გვარი:  აბლაბუდიანი სოკოები
სახეობა:  ლურჯფეხა აბლაბუდიანი სოკო
ლათინური სახელი
Cortinarius cyanopus (Secr. ex Fr.) 1838

საჭმელი სოკოა. იზრდება ნიადაგზე, ფოთლოვან და შერეულ ტყეებში, ზაფხულიდან შემოდგომამდე.

სოკო პირველად აღწერეს ლუი სეკრეტანტმა და ელიას მაგნუს ფრისმა 1838 წელს.[2]

აღწერა რედაქტირება

ქუდის დიამეტრი — 6-10 სმ, ნახევარსფეროსებრი, შემდგომში — ბრტყლად ამობურცული, ცენტრში ბლაგვი. მურა-მონაცრისფრო მოწითალო ელფერით, მოგვიანებით იისფერ-წითურ-ყავისფერი.

ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები იისფერი ან ღია ნაცრისფერია, მოგვიანებით ყავისფერდება.

ფეხის სიგრძე — 5-10 სმ, სიგანე — 1-2 სმ. ძირში ბოლქვისებრი, თავიდან ლურჯი ფერისაა, შემდგომში — თეთრი. ფეხის ზედა მხარეს გააჩნია ლურჯი საყელო.

სპორები — ნუშის ფორმის, ზედაპირი დაწინწკლული, 9-14x5-7 მკმ.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 189, ISBN 99940-856-1-1.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Cortinarius cyanopus. Discover Life. ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2022.
  2. Secr. ex Fr. (1838) , In: Epicr. syst. mycol. (Upsaliae):258