ლურჯფეხა (ლათ. Lepista personata) — ლეპისტას გვარის სოკო ტრიქოლომასებრთა ოჯახისა. გავრცელებულია ევროპის მთელ კონტინენტზე.

ლურჯფეხა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  ტრიქოლომასებრნი
გვარი:  ლეპისტა
სახეობა:  ლურჯფეხა
ლათინური სახელი
Lepista personata (Fr.) Cooke

კარგი ხარისხის პირობითად საჭმელი სოკოა. მოხმარებამდე საჭიროა მისი თერმულად დამუშავება. იზრდება მდელოებზე, საძოვრებზე, პარკებში, ველობებსა და ტყის პირებში, ზაფხულიდან ზამთრის დასაწყისამდე.

სოკო პირველად აღწერა შვედმა მიკოლოგმა ელიას მაგნუს ფრისმა 1818 წელს როგორც Agaricus personatus.[1] მიმდინარე ბინომინალური სახელწოდება მიანიჭა ბრიტანელმა მიკოლოგმა და ბოტანიკოსმა მორდეკაი კუბიტ კუკმა 1871 წელს.[2]

სამეცნიერო სინონიმები:

  • Agaricus personatus' Fr. (1818) basionym
  • Tricholoma personatum (Fr.) P.Kumm. (1871)
  • Tricholoma personatum var. anserinum (Fr.) Sacc. (1887)
  • Tricholoma anserinum (Fr.) Sacc. (1895)
  • Rhodopaxillus saevus (Fr.) Maire (1913)
  • Tricholoma saevum (Fr.) Gillet (1920)
  • Rhodopaxillus personatus (Fr.) Singer (1943)
  • Lepista saeva (Fr.) P.D.Orton (1960)
  • Clitocybe saeva (Fr.) H.E.Bigelow & A.H.Sm. (1969)

აღწერა რედაქტირება

საკმაოდ დიდი ზომის სოკოა. ქუდის დიამეტრი — 6-15 (20—25-მდე) სმ, ხორციანია, ბალიშისებრი, ბრტყლად ამოზნექილი, გლუვი. ქუდის ფერი — მოყვითალო, კრემისფერი ან ღია ყავისფერი, იისფერი ელფერით. კიდეები შეკეცილი, ზრდასთან ერთად სწორდება.

რბილობი — მკვრივი, ნაცრისფერ-იისფერი, ზოგჯერ — ნაცრისფერი, ნაცრისფერ-ყავისფერი, თეთრი. ხილის სუნითა და სასიამოვნო მოტკბო გემოთი.

ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ხშირი, განიერი, ფეხთან შეზრდილი კბილისებურად.[3] ღია ყვითელი ან კრემისფერი შეფერილობის.

ფეხის სიგრძე — 10 სმ, სისქე — 2-3 სმ, მკრივი, ცილინდრული, ძირისკენ ოდნავ გამსხვილებული (იშვიათ შემთხვევაში გურზისებრი), გლუვი, სიგრძივ-ბოჭკოვანი. ნორჩობაში ზედაპირი დაფარულია ფანტელებით (საბურველის ნარჩენები). ფეხის ფერი — მონაცრისფრო-იისფერი, ზოგჯერ მოცისფრო. საყელოს გარეშე.

სპორების ფხვნილი — მკრთალ-ვარდისფერი.[4] სპორები — 6-8×4-5 მკმ,[5][6] ელიფსისებრი, მცირედ ხორკლებიანი, მოვარდისფრო.

გავრცელება და ეკოლოგია რედაქტირება

გავრცელებულია ევროპის მთელ კონტინენტზე. არსებობს ცნობები, რომ სოკო აღმოჩენილია ჩრდილოეთ ამერიკაში, კერძოდ აშშ-ში, კალიფორნიის შტატში.[7]

იისფერასგან განსხვავებით, ლურჯფეხა იზრდება არა ტყეებში, არამედ მდელოებზე, საძოვრებზე, პარკებში, ველობებსა და ტყის პირებში, როგორც წესი ჯგუფებად. ზოგჯერ ქმნის „ქაჯის წრეს“.[5][6]

სეზონი — ზაფხულიდან ზამთრის დასაწყისამდე.

მსგავსი სახეობები რედაქტირება

კვებითი ღირებულება რედაქტირება

კარგი ხარისხის პირობითად საჭმელი სოკოა, თუმცა ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში შესაძლოა ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. მოხმარებამდე საჭიროა მისი თერმულად დამუშავება[8] (უნდა მოიხარშოს 10-20 წუთის განმავლობაში), რათა თავიდან იქნას აცილებული საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლა. განსაკუთრებით ფასობს შემწვარი სახით ძმარში ან ცხიმში დაკონსერვებული.[9] აგრეთვე იყენებენ სოუზებსა და სალათებში. ზოგიერთი სახელმძღვანელო ახალბედა მესოკოვეებს ურჩევს თავი შეიკავონ მისი შეგროვებისაგან, რადგანაც იგი მეტად წააგავს აბლაბუდიანი სოკოების გვარის ბევრ შხამიან წარმომადგენელს.[10]

გალერეა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Elias Fries: „Observationes mycologicae”, vol. 2, Editura Gerhard Bonnier, Havniae 1818, p. 89
  2. Mordecai Cubitt Cooke, Miles Joseph Berkeley: „Handbook of British Fungi, with full descriptions of all the species and illustrations of the genera”, vol. 1, Editura Macmillan & Co., Londra & New York 1871, p. 193 [1]
  3. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 122, ISBN 99940-856-1-1.
  4. «Грибы. Справочник-определитель. Более 120 видов» / Автор-составитель Н. Е. Макарова — М.: АСТ, Минск: Харвест, 2005. — 320 с. С. 224.
  5. 5.0 5.1 (1995) Flora Agaricina Neerlandica : Critical Monographs on Families of Agarics and Boleti Occurring in the Netherlands Vol. 3. CRC Press, გვ. 74. 
  6. 6.0 6.1 L. Yordanov, S. Vanev, V. Fakirova (1978). The Fungi in Bulgaria (Гъбите в България). Sofia, გვ. 182. 
  7. David Arora (1986). Mushrooms Demystified. Berkeley, CA: Ten Speed Press. ISBN 0-89815-169-4
  8. Ewald Gerhardt: BLV Handbuch Pilze, 3. Aufl. BLV Verlag, München. 2002. S. 402. ISBN 3-405-14737-9.
  9. Linus Zeitlmayr: „Knaurs Pilzbuch”, Editura Droemer Knaur, München-Zürich 1976, p. 141, ISBN 3-426-00312-0
  10. Mareknal Snowarski (2010). Grzyby. Warszawa: Multico Oficyna Wydawnicza. ISBN 978-83-7073-776-4.