ლურჯი ნარი, ლურჯეკალა (ლათ. Eryngium) — მცენარეთა გვარი ქოლგოსანთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, იშვიათად ორ- ან ერთწლოვანი ბალახია. 230-მდე სახეობა გავრცელებულია ტროპიკულ, სუბტროპიკულ და ზომიერ სარტყლებში (უპირატესად მექსიკასა და სამხრეთ ამერიკაში). საქართველოში 5 სახეობაა. ზოგიერთი სახეობა სარეველაა. Eryngium planum შეიცავს საპონინებს და ეთეროვან ზეთებს, იხმარება ამოსახველებელ საშუალებად.

ლურჯი ნარი

Eryngium planum
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ქოლგოვანნი
ოჯახი:  ქოლგოსანნი
გვარი:  ლურჯი ნარი
ლათინური სახელი
Eryngium L., 1753

ლიტერატურა რედაქტირება