ლუის კომფორტ ტიფანი

ლუის კომფორტ ტიფანი (დ. 18 თებერვალი, 1848 — გ. . 17 იანვარი, 1933) — ამერიკელი მხატვარი და დიზაინერი. იგი მუშაობდა დეკორატიულ ხელოვნებაში და სახელი გაითქვა ნახატი მინით. იგი იყო ერთადერთი ამერიკელი დეკორატორი, რომელიც არტ-ნუვოს სტილს იყენებდა.

ლუის კომფორტ ტიფანი
სრული სახელი ლუის კომფორტ ტიფანი
დაიბადა 18 თებერვალი, 1848
დაბადების ადგილი ნიუ-იორკი, აშშ
გარდაიცვალა 17 იანვარი, 1933
გარდაცვალების ადგილი ნიუ-იორკი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
სფერო ფერწერა, დეკორატიული ხელოვნება
მიმდინარეობა არტ-ნუვო

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

ტიფანი იყო ჩარლზ ლევის ტიფანის - "ტიფანი და კომპანი"-ს დამაარსებელის შვილი. დედამისი იყო - ჰარი ოლივია ავერ იანგი. ლუისი სწავლობდა პენსილვანიაში, პენსილვანიის სამხედრო სკოლაში, და იგლსვუდის სამხედრო აკადემიაში,პერთ ამბოიში, ნიუ ჯერსიში. ტიფანის პირველი გატაცება ხელოვნებაში იყო ფერწერა (ფერწერას მას ჯორჯ ინესსი და სამუელ კოლმანი ასწავლიდნენ ნიუ იორკსა და პარიზში.)

კარიერა რედაქტირება

ტიფანიმ დაიწყო კარიერა, როგორც მხატვარმა, მაგრამ 1875 წლიდან მას გაუჩნდა ინტერესი მინის დამზადების ტექნოლოგიების მიმართ. 1878 წელს მან მუშაობაც კი დაიწყო ნიუ იორკის მინის სახელოსნოში. 1979 წელს ტიფანი შეუერთდა კენდის ვილერს და სამუელ კოლმანს, რათა ჩამოეყალიბებინა კომპანია სახელად "ლუის კომფორტ ტიფანი და ასოცირებული ამერიკელი მხატვრები." ტიფანის ლიდერობამ და ტალანტმა, ასევე მამის ფულმა და კავშირებმა, ბიზნესის წარმატებას მყარი საფუძველი ჩაუყარა. 1881 წელს ტიფანიმ ჰარტფირდში მარკ ტვენის სახლს გაუკეთა რესტავრაცია, მაგრამ მისი კარიერის უდიდესი ნაუშევარი შესრულდა 1882 წელს. ტიფანიმ შექმნა შედევრი იმდროინდელი პრეზიდეტის ჩესტერ ალან არტურისთვის და მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა უარი განაცხადა ამ ნამუშევარზე, ტიფანიმ ამ ნამუშევარს რესტავრაცია გაუკეთა და მალე ეს ნამუშევარი თეთრ სახლშიც მოხვდა, უფრო სწორედ მის ერთ-ერთ დეკორაციად იქცა.

ტიფანის კონცენტრირებამ მხოლოდ მინის წარმოება-ღებვაში გამოიღო შედეგი, 1885 წელს მას მიეცა უფლება გამოეფინა ნამუშევრები. პირველი "ტიფანის მინის კომპანია" დაარსდა 1885 წლის 1 დეკემბერს და 1902 წელს გახდა ცნობილი სახელით "ტიფანი სტუდიო".

კარიერის გასაწყისში ტიფანი იყენებდა იაფ ვაზელინის ქილებს და ბოთლებს რადგან ვაზელინს ჰქონდა ის მინერალები და თვისებები, როგორიც სჭირდებოდა მას (ვაზელინის გამოყენების დამატებითი მიზეზები იყო ფინანსები და კარგი მინის უკმარისობა). იგი იყენებდა უნიკალურ ფორმებს, ყველასაგან განსხვავებულს. იგი აგრეთვე კარგად არჩევდა ფერებს. მისი მეთოდი მთელ ევროპას მოედო. 1905 წელს მისი დეკორაცია მოხვდა "პირველ პრესბიტერიანულ ეკლესიაში" პიტსბურგში, პენსილვანიაში. ტიფანი ბაძავდა ინგლისის წამყვან მინის მწარმოებელს ვილიამ მორისს. ტიფანიმ შეცვალა თავისი სტილი და დაიწყო ფერადი მინებით ნახატების გაკეთება (მორისის მსგავსად). ტიფანის იმ დროისთვის ჰყავდა ორი მეტოქე: ფრანკ დაფნერი და ოლივერ კიმბერლი. მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ტიფანი დაფნერი და კიმბერლი ბრუკლინში 1870-იან წლებში ერთ სახელოსნოში შეისწავლიდნენ მინის დამზადება-მოპირკეთებას.

1893 წელს ტიფანიმ ააშენა ახალი ქარხანა სახელად "სტოურბრიჯის მინის კომპანია". მოგვიანებით ამ ქარხანას სახელი შეეცვალა და დაერქვა: "ტიფანის მინის ღუმელები". იმავე წელს მან, თავის ტექნიკას ფარვილი უწოდა. ტიფანის ინტერიერები მოიცავდნენ მოზაიკებს. მოზაიკის სემინარი, რომელშიც ქალები იყვნენ დასაქმებულნი, 1898 წელს გაიხსნა.

ოჯახი რედაქტირება

ლუისმა ცოლად შეირთო მერი ვუდბრიჯ გოდარი (1850-1884) 15 მაისს 1872 წელს ნორიჯში კონექტიკუტში. მერისთან ერთად მას შეეძინა შემდეგი შვილები: მერი ვუდბრიჯ ტიფანი (1873–1963), ჩარლზ ლუის ტიფანი I (1874–1874), ჩარლზ ლუის ტიფანი II (1878–1947), ჰილდა გოდარ ტიფანი (1879–1908). ცოლის სიკვდილის შემდეგ ტიფანიმ ცოლად შეირთო ლუიზა ვაკმან ქნოქსი (1851–1904) 1886 წლის 9 ნოემბერს. მასთან ლუისს ეყოლა შემდეგი შვილები: ლუის კომფორტ ტიფანი (1873–1963), ჯულია დე ფორესტ ტიფანი (1887–1973), ანი ოლივია ტიფანი (1888–1892), დოროტი ტრიმბლ ტიფანი (1891–1979). ტიფანის ბევრი ნამუშევარი ახლაც ხმარდება ხელოვნებას, პოლიტიკას და მეცნიერებას. ერთადერთი თანამედროვე მინის მწარმოებელი (ტიფანის სტილით) არის პროფესორი როდმან გილდერ მილერი (სიეტლი, ვაშინგტონი).გრინ-ვუდი

ტიფანი გარდაიცვალა 17 იანვარს 1933 წელს. იგი დაკრძალეს გრინვუდის სასაფლაოზე, ბრუკლინში, ნიუ იორკში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება