ლუდის პუტჩი

მარინეპლატცი მიუნხენში, ლუდის პუტჩის დროს
თარიღი 8–9 ნოემბერი, 1923
შედეგი რაიხსვერის გამარჯვება. პუტჩისტების მარცხი, ნაცისტთა ლიდერების დაპატიმრება.
ტერიტორიული
ცვლილებები
მიუნხენი, ბავარია, გერმანია
მხარეები
ნსგმპ
Sturmabteilung
ბავარიის დროშა ბავარიის მთავრობა
რაიხსვერი
მეთაურები
ადოლფ ჰიტლერი
ერიხ ლუდენდორფი
ერნსტ რემი
რუდოლფ ჰესი
მაქს ერვინ ვონ შოიბნერი-რიხტერი 
ჰერმან გერინგი
ბავარიის დროშა გუსტავ ფონ კარი
ბავარიის დროშა ოიგენ ფონ კნილინგი
ბავარიის დროშა ჰანს ფონ von შაისერი
ოტო ფონ ლოსოვი
ძალები
3000 100
დანაკარგები
16 4
ლუდის პუტჩი ვიკისაწყობში

ლუდის პუტჩი — სახელმწიფო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობა გერმანიაში ჰიტლერისა და გენერალ ლუდენდორფის მეთაურობით 1923 წლის 8-9 ნოემბერს მიუნხენში, ლუდის დარბაზში, პუტჩისტებმა გამოაცხადეს გერმანიის მთავრობის გადაყენება და ხელისუფლების მათ ხელში გადასვლა. „ლუდის პუტჩის“ ორგანიზატორებს ბავარიის ხელისუფლებისა და ადგილობრივი ჯარის სარდლობის დახმარების იმედი ჰქონდათ, მაგრამ ბავარიის რაიხსვერის სარდალმა გენერალ ლოსოვმა მიზანშეწონილად არ ჩათვალეს დახმარებოდნენ პუტჩისტებს. პუტჩი ჩაახშვეს და მისი ორგანიზატორები დააპატიმრეს. ლუდენდორფი მალე გაათავისუფლეს, ხოლო ჰიტლერს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ამნისტიით გაათავისუფლეს.

უკანა ფონი რედაქტირება

მე-20 საუკუნის დასაწყისში გერმანიის იმპერიის სამხრეთი ნაწილის დიდ ქალაქებში იყო ლუდის ბარები, სადაც ასობით, ზოგჯერ კი ათასობით ადამიანიც კი ესაუბრებოდა ერთმანეთს სხვადასხვა თემაზე, როგორიც იყო პოლიტიკური და სოციალური პრობლემები. ასეთ ბარებში ხშირად ტარდებოდა პოლიტიკური პარტიების ყრილობების. 1920-იანი წლების მიუნხენის უდიდესი ბარი იყო „Bürgerbräukeller“, რომელშიც ადოლფ ჰიტლერმა და მისმა მხარდამჭერებმა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა წამოიწყეს.

  ნაციონალ-სოციალიზმი  
იდეოლოგია

ფიურერპრინციპი სოციალ-დარვინიზმი ევგენიკა რასიალიზმი არიანიზმი ანტისემიტიზმი ლებენსრაუმი უბერმენშენი გროსრაუმი ათასწლოვანი რაიხი სისხლი და მიწა მილიტარიზმი მესამე გზა

ლიტერატურა

„ნაციონალ-სოციალისტთა პროგრამა“ „ჩემი ბრძოლა“ „მეოცე საუკუნის მითი“

ისტორია

ტულეს საზოგადოება პოლიტიკური მუშათა წრე გერმანელ მუშათა პარტია ლუდის პუტჩი მესამე რაიხი გრძელი დანების ღამე დამსხვრეული ვიტრინების ღამე მეორე მსოფლიო ომი საბოლოო მოგვარება: ჩეხური საკითხი / ებრაული საკითხი ევროპელი ებრაელობის კატასტროფა ჰოლოკოსტი პოლიტიკა საბჭოთა მოქალაქეების მიმართ ნიურნბერგის პროცესი

პერსონები

ადოლფ ჰიტლერი ჰაინრიხ ჰიმლერი ჰერმან გერინგი იოზეფ გებელსი ალბერტ შპეერი რუდოლფ ჰესი ალფრედ როზენბერგი

ორგანიზაციები

ნსდაპ შტურმაბტაილუნგი შუცშტაფელი ჰიტლერიუგენდი გესტაპო ვერვოლფი გოგონათა კავშირი Deutsche Glaubensbewegung ანენერბე გერმანული სამუშაო ფრონტი Kraft durch Freude რწმენა და სილამაზე მექანიზირებული კორპუსი ავიაკორპუსი სახალხო ქველმოქმედება ქალბატონთა ორგანიზაცია სტუდენტთა კავშირი ექიმთა კავშირი მასწავლებელთა კავშირი იურისტთა კავშირი ომის მსხვერპლთა დახმარების კავშირი

ნაცისტური პარტიები და მოძრაობები

უნგრეთი ჩრდილოეთი კავკასია ბელგია ნიდერლანდები დანია ჩეჩნეთი ნორვეგია ლატვია ბელარუსი ჩილე

ნათესაობრივი იდეოლოგიები

ფაშიზმი ინტეგრალური ნაციონალიზმი რასობრივი ნაციონალიზმი ეზოთერული ჰიტლერიზმი შტრასერიზმი ნაციონალ-ბოლშევიზმი

ვერსალის სამშვიდობო შეთანხმება, რომელმაც პირველი მსოფლიო ომი დაასრულა, ბოლო მოუღო გერმანული სახელმწიფოს პოლიტიკურ სიძლიერეს და გავლენას. ჰიტლერის აზრით, შეთანხმება გერმანული ერის ღალატი იყო — გერმანიას ზურგში დანა ჩაარტყა მისივე ხელისუფლებამ, კერძოდ კი მაშინ, როდესაც გერმანულ ჯარს ბრძოლის ველზე დაუმარცხებლად მიიჩნევდნენ. გერმანიაში ასევე გავრცელებული იყო აზრი, რომ ქვეყანას სამოქალაქო ლიდერებმა და მარქსისტებმა უღალატეს, რომლებსაც მოგვიანებით „ნოემბრის დამნაშავეები“ შეარქვეს.[1]

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ადოლფ ჰიტლერი გერმანულ ჯარში დარჩა და დაესწრო ბავარიული რაიხსვერის პროპაგანდის და განათლების მიერ ორგანიზებულ „ეროვნული ფიქრის“ კურსებს. იგი ასევე გახდა რაიხსვერის კაპიტანის, კარლ მაიერის აგენტი. მაიერმა ჰიტლერს „გერმანელ მუშათა პარტიაში“ (Deutsche Arbeiterpartei; DAP) დამკვიდრება უბრძანა. 1919 წლის 12 სექტემბერს. გაწევრიანებიდან მალევე ჰიტლერმა გააცნობიერა, რომ იგი ეთანხმებოდა პარტიის ძირითად დოგმატებს. მალევე ჰიტლერი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და მიუნხენში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა გახდა. მან ასევე დადო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც გახდა რევანშისტული ხასიათის ბავარიული „პატრიოტული გაერთიანების“ (Kampfbund) პოლიტიკური ლიდერი. გაერთიანებაში შედიოდა დაახლოებით 15,000 ადამიანი — მათი უმრავლესობა ყოფილი ჯარისკაცი იყო.

1923 წლის 26 სექტემბერს, ქაოსის და პოლიტიკური ძალადობის პერიოდის გავლის შემდეგ, ბავარიის პრემიერ-მინისტრმა, ეუგენ ფონ კნილინგმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და Staarkomissar-ად (სახელმწიფო კომისარი) დანიშნა გუსტავ ფონ კარი, რომელმაც სახელმწიფოს სამართავად დიქტატორული უფლებები მიიღო. მას დაემატნენ ბავარიული პოლიციის პოლკოვნიკი ჰანს რიტერ ფონ საიშერი და რაიხსვერის გენერალი ოტო ფონ ლოსოუ — ერთად მათ მმართველი სამეული ჩამოაყალიბეს. ამავე დროს ჰიტლერმა განაცხადა, რომ 27 სექტემბერს 14 მასობრივი შეხვედრის ჩატარებას აპირებდა. კარს შესაძლო ძირის გამოთხრის ეშინოდა, რის გამოც იგი დაანონსებული შეხვედრების აკრძალვას აპირებდა. ჰიტლერს აუცილებლად რამე უნდა გაეკეთებინა, რადგანაც ნაცისტები და Kampfbund-ის ლიდერები ფიქრობდნენ, რომ მათ უნდა მოეწყოთ მარში ბერლინზე და ხელისუფლებაში მოსულიყვნენ, ან კიდევ მათი მომხრეები კომუნისტების მხარეზე გადავიდოდნენ. ჰიტლერს დახმარებას დაპირდა გენერალი ერიხ ლიუდენდორფი. ნაცისტთა ლიდერი ასევე ცდილობდა „მმართველი სამეულის“ დახმარების მიღებასაც, თუმცა, ისინი ნაციონალისტური დიქტატურის დამყარებას ჰიტლერის გარეშე აპირებდნენ. ამ ყველაფერს დაემთხვა ვაიმარის რესპუბლიკაში ჰიპერინფლაციის პიკი — 1923 წლის ნოემბერი.

პუტჩი რედაქტირება

1923 წლის 8 ნოემბრის საღამოს დაახლოებით 3000 ადამიანი შეიკრიბა ლუდის ბარ Bürgerbräukeller-ში,[en]/[ru], სადაც სიტყვით ფონ კარი გამოდიოდა. მასთან ერთად ტრიბუნაზე იმყოფებოდა ბავარიის კიდევ ორი უმაღლესი ჩინოვნიკი — გენერალი ოტო ფონ ლოსოვი (ბავარიის შეარაღებული ძალების მთავარსარდალი) და პოლკოვნიკი ჰაინს ფონ შაისერი (ბავარიის პოლიციის უფროსი). კარის გამოსვლის დროს SA-ს 600 წევრმა შეუმჩნევლად ალყა შემოარტყა შენობას და ქუჩაში ტყვიამფრქვევები დადგა. ამის შემდეგ ადოლფ ჰიტლერი ლუდის ჭიქით ბარში შეიჭრა, შემდეგ ჭიქა ძირს დააგდო, შეიარაღებული პირების თანხლებით ბარის ცენტრისკენ გაემართა, სკამზე დადგა, იატაკისკენ გაისროლა და დამდგარ სიჩუმეში იყვირა: „ეროვნული რევოლუცია დაიწყო!“ ამის შემდეგ მომავალმა ფიურერმა განაცხადა, რომ ბარის დატოვების უფლება არავის ჰქონდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ბავარიის და რაიხის ხელისუფლება გადაყენებული იყო, რის გამოც მოხდა დროებითი ხელისუფლების ფორმირება. აღებული იყო რაიხსვერის და პოლიციის კაზარმები, მათი წევრები კი უკვე ნაცისტთა მხარეს იბრძოდნენ.

ბავარიის „მმართველი სამეული“, ფონ კარი, ფონ ლოსოვი და ფონ შაისერი ერთ-ერთ ოთახში იყვნენ ჩაკეტილნი, სადაც ჰიტლერი იარაღით ხელში მათ გადმობირებას ცდილობდა, თუმცა, წარმატების გარეშე. ამავე დროს, ბარში მიიყვარეს პირველი მსოფლიო ომის გენერალი, ერიხ ლუდენდორფი, რომელმაც პუტჩზე არაფერი იცოდა, თუმცა ჰიტლერს მხარს უჭერდა. ლუდენდორფის მისვლის შემდეგ „მმართველი სამეულის“ წევრებმა განაცხადეს, რომ მხარს უჭერდნენ პუტჩისტებს. ამის შემდეგ ჰიტლერმა ფონ კარი ბავარიის რეგენტად დანიშნა და განაცხადა, რომ იმავე დღეს ბავარიაში ახალი გერმანული ხელისუფლება ჩამოყალიბდებოდა, რომელიც პრეზიდენტ ფრიდრიხ ებერტს გადააყენებდა. გენერალი ლუდენდორფი რაიხსვერის მთავარსარდალი გახდა, თვითონ ჰიტლერი კი საიმპერიო კანცლერი. დაახლოებით 22:30-ზე ჰიტლერმა ბარი დატოვა, რათა მოეგვარებინა პატარა უთანხმოებები SA-ს და რეგულარულ ფორმირებებს შორის.

ამის შემდეგ ლოსოვმა ქუჩაში გასვლა ითხოვა და ლუდენდორფს „პატიოსანი ოფიცერული სიტყვა“ მისცა, რომ შტაბში განკარგულება უნდა გაეცა. ლოსოვს ფონ კარიც შაისერიც გაყვნენ. თავისუფალმა კარმა ხელისუფლება რეგენსბურგში გადაიყვანა და განაცხადა, რომ უარს ამბობდა თავის წინა გადაწყვეტილებებზე, რომლებიც თოფის ლულის ქვეშ მიიღო. მან ასევე დაითხოვა ნაცისტური პარტია და SA. ამავე დროს რემმა სამხედრო სამინისტროში სახმელეთო ჯარის შტაბ-ბინა აიღეს, თუმცა, ღამით შენობას ალყა ხელისუფლების ერთულმა ჯარმა შემოარტყა.

ამ სიტუაციაში ლუდენდორფმა ჰიტლერს ქალაქის ცენტრის დაკავება შესთავაზა, რადგანაც, შესაძლებელი იყო, რომ მისი ავტორიტეტის გამო პოლიცია და ჯარი პუტჩისტების მხარეზე გადავიდოდა.

მარში მიუნხენში რედაქტირება

9 ნოემბრის დილის 11 საათზე ნაცისტები, რომლებსაც სამხედრო სამინისტროს ალყის მოხსნა სურდათ, ქალაქის ცენტრისკენ გაემგზავრნენ. კოლონის პირველ რიგებში მიდიოდნენ ჰიტლერი, ლუდენდორფი და გერინგი.[2] მათ ასევე შეუერთდა იულიუს შტრაიხერი, რომელმაც პუტჩზე მოგვიანებით შეიტყო და ნიურნბერგიდან გამოემგზავრა.

თავიდან პოლიციელებმა კოლონის მოძრაობას ხელი არ შეუშალეს, თუმცა, როდესაც დემონსტრანტები თავდაცვის სამინისტროს მიუახლოვდნენ, მათ გადაეღობა კარაბინით შეიარარებული 100 პოლიციელი. ჰიტლერმა მათ დანებებისკენ მოუწოდა, თუმცა, უარი მიიღო, რის შემდეგაც სროლის ხმა გაისმა (საკამათოა, თუ ვინ დაიწყო სროლა). სროლას ემსხვერპლა 16 პუტჩისტი, მათ შორის შოიბნერ-რიხტერი და 3 პოლიციელი. დაიჭრა ბევრი ადამიანიც, მათ შორის გერინგიც. ჰიტლერმა და სხვებმა მიმალვა სცადეს. გენერალი ლუდენდორფი მოედანზე დარჩა, რის შემდეგაც იგი დააპატიმრეს. ამ მოვლენებიდან ორი საათის შემდეგ დანებდა რემიც.

შედეგები რედაქტირება

პუტჩისტებმა ვერ მიიღეს მხარდაჭერა ვერც მოსახლეობისგან, ვერც ჯარისგან, რის გამოც მათი დამარცხება ადვილი გახდა. ჩახშობიდან რამდენიმე დღეში დააპატიმრეს გადატრიალების მცდელობის თითქმის ყველა ლიდერი გერინგის და ჰესის გარდა (ისინი ავსტრიაში მიიმალნენ, თუმცა, მოგვიანებით დაბრუნებული ჰესი გაასამართლეს). გადატრიალების მონაწილეებს, მათ შორის ჰიტლერსაც, სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯეს.

ლანდსბერგის ციხეში დაპატიმრებულმა ადოლფ ჰიტლერმა თავისი ავტობიოგრაფიული წიგნის, „ჩემი ბრძოლის“ დიდი ნაწილი იქ დაწერა.

ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაღუპული პუტჩისტები „მოწამეებათ“ შერაცხეს, ხოლო თვითონ პუტჩი ეროვნული რევოლუცია გახდა. დროშა, რომელიც მათ მიჰქონდათ (და რომელზეც ოფიციალური ვერსიით დაღუპულების სისხლის წვეთებიც იყო) მომავალში „წმინდა“ სიმბოლო გახდა.

1933–1939 წლებში ნსდაპ ბიურგერბროიკელერში ყოველწლიურად ღონისძიებას მართავდა, რომელსაც აუცილებლად ჰიტლერიც ესწრებოდა. 1939 წელს ბარი დააზიანა აფეთქებამ, რომელსაც, წესით, ჰიტლერი უნდა მოეკლა. 1940–1943 წლებში ღონისძიება ტარდებოდა ბარ „ლიოვენბროიკელერში“, 1944 წელს კი ცირკ „კრონეში“ (ამჯერად, ღონისძიებას ჰიტლერის მაგივრად ჰიმლერი დაესწრო).

სქოლიო რედაქტირება

  1. Kershaw 2008, p. 61–63
  2. Ширер, У. Взлёт и падение Третьего рейха. Т. 1. С. 110.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება