ლუგო (ესპ. Lugo) — ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთში, გალისიის ავტონომიურ გაერთიანებაში, ლუგოს პროვინციის დედაქალაქი. 2010 წლის მონაცემებით, ქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 97 635 ადამიანს შეადგენს, რის შედეგადაც ლუგო გალისიის მეოთხე ყველაზე ხალხმრავალი ქალაქია.

ქალაქი
ლუგო
Lugo

ლუგოს საკათედრო ტაძრის ხედი რომაული კედლიდან
დროშა გერბი

ქვეყანა ესპანეთის დროშა ესპანეთი
რეგიონი გალისია
შიდა დაყოფა Adai, Lugo[1] , Bacurin[1] , Bascuas[1] , Bazar, Lugo[1] , Benade, Lugo[1] , Bocamaos, Lugo[1] , Bóveda, Lugo[1] , O Burgo[1] , Calde, Lugo[1] , Camoira, Lugo[1] , Carballido, Lugo[1] , Coeo, Lugo[1] , Coeses, Lugo[1] , Cuíña, Lugo[1] , Esperante, Lugo[1] , Gondar[1] , Labio[1] , Lamas, Lugo[1] , Mazoi, Lugo[1] , Meilán, Lugo[1] , Monte de Meda, Lugo[1] , Muxa (Santa María)[1] , Ombreiro, Lugo[1] , Orbazai, Lugo[1] , O Outeiro das Camoiras, Lugo[1] , Pedreda, Lugo[1] , Pías[1] , Piúgos, Lugo[1] , Poutomillos, Lugo[1] , Prógalo, Lugo[1] , Recimil, Lugo[1] , Ribas de Miño, Lugo[1] , Romeán, Lugo[1] , Rubiás, Lugo[1] , Saa, Lugo[1] , San Mamede dos Ánxos, Lugo[1] , San Martiño de Piñeiro, Lugo[1] , San Pedro de Mera, Lugo[1] , San Román, Lugo[1] , San Salvador de Muxa, Lugo[1] , San Xoán de Pena, Lugo[1] , San Xoán do Alto[1] , San Xoán do Campo, Lugo[1] , Santa Comba, Lugo[1] , Santa María de Alta, Lugo[1] , Santalla de Bóveda de Mera, Lugo[1] , Santo André de Castro, Lugo[1] , Soñar, Lugo[1] , Teixeiro, Lugo[1] , Tirimol, Lugo[1] , O Veral, Lugo[1] და Vilachá de Mera, Lugo[1]
კოორდინატები 43°01′00″ ჩ. გ. 7°33′00″ დ. გ. / 43.01667° ჩ. გ. 7.55000° დ. გ. / 43.01667; -7.55000
მაიორი Mercedes Paula Alvarellos Fondo
დაარსდა ძვ. წ. 24 წ.
ფართობი 332 კმ²
ცენტრის სიმაღლე 465
მოსახლეობა 97 635 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 294.1 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC(UTC+1)/(UTC+2
საფოსტო ინდექსი 27001–27004
საავტომობილო კოდი LU
ოფიციალური საიტი lugo.gal
ლუგო — ესპანეთი
ლუგო
ლუგოს რომაული კედელი - იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი

ისტორია რედაქტირება

ქალაქი ძვ. წ. I საუკუნეში კელტებმა დააარსეს. მოგვიანებით იგი რომაელებმა დაიპყრეს. მიუხედავად იმისა, რომ ლუგო საკმაოდ პატარა იყო, რომაული მმართველობის პერიოდში ის გალისიის მთავარ ქალაქს წარმოადგენდა, ხოლო მოგვიანებით მისი დედაქალაქი გახდა. იმ დროისთვის, ეს რეგიონი საკმაოდ მდიდარი იყო ოქროთი, მიდიოდა გამალებული მოპოვებითი სამუშაოები.

XIX საუკუნის დასაწყისში, ესპანური კამპანიის მიმდინარეობისას, ლუგო ნაპოლეონმა დაიპყრო. 1976 წელს, ქალაქის მცხოვრებლებმა ლუგოს 2 000 წლის იუბილე აღნიშნეს, ვინაიდან მათ მიაჩნიათ, რომ ქალაქი ძვ. წ. 24 წელს დაარსდა.

მემკვიდრეობა რედაქტირება

ლუგო ერთადერთი ქალაქია მთელ მსოფლიოში, რომელსაც გარს სრულიად ხელუხლებელი, რომაელების დროინდელი, III საუკუნის კედელი აკრავს. კედლის სიგრძე 2 117 მეტრია, სიმაღლე 10-15 მეტრი და მოიცავს 71 კოშკს და 10 ჭიშკარს. 2000 წელს, ლუგოს კედელი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 987
ინგლ.რუს.ფრ.
  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 1.15 1.16 1.17 1.18 1.19 1.20 1.21 1.22 1.23 1.24 1.25 1.26 1.27 1.28 1.29 1.30 1.31 1.32 1.33 1.34 1.35 1.36 1.37 1.38 1.39 1.40 1.41 1.42 1.43 1.44 1.45 1.46 1.47 1.48 1.49 1.50 1.51 Nomenclátor de Galicia
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ლუგო&oldid=4182254“-დან