ლოცმანი (ლათ. Naucrates ductor) — ზღვის თევზი სტავრიდასებრთა ოჯახისა. გვხვდება ატლანტის, ინდოეთისა და წყნარი ოკეანეების ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზონაში, შედის შავ ზღვაშიც. მისი სიგრძე 60 სმ აღწევს, მუდამ თან სდევს ზვიგენებს, დელფინებს, კუებსა და გემებს. იკვებება წვრილი თევზებით, კიბოსნაირებით და სხვა. ზვიგენებთან სიახლოვე იცავს მას მტაცებლებისაგან.

ლოცმანი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
რიგი:  ქორჭილასნაირნი
ოჯახი:  სტავრიდასებრნი
სახეობა:  ლოცმანი
ლათინური სახელი
Naucrates ductor
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 190452

ლიტერატურა რედაქტირება