ლოს-როკესის არქიპელაგის ეროვნული პარკი

ლოს-როკესის არქიპელაგის ეროვნული პარკი (ესპ. Parque Nacional Archipiélago de Los Roques ან PNALR) — ეროვნული პარკი ვენესუელაში. შეიქმნა 1972 წელს და მთლიანად მოიცავს კარიბის ზღვაში მდებარე ლოს-როკესის არქიპელაგს. მის შემადგენლობაში შედის როგორც ხმელეთი, ისე წყალი, დასავლეთიდან აღმოსავლეთისკემ 36 კმ-ზე და ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ 24,6 კმ-ზე. მთლიანი ფართობი 2 211,2 კმ²-ია. შედგება 50 კუნძულისა და 292 ციცქნა კუნძულისგან. პარკისთვის დამახასიათებელია პეიზაჟებს დიდი მრავალფეროვნება და სილამაზე. მდებარეობს დედაქალაქ კარაკასიდან და ქვეყნის მთავარი პორტის — ლა-გუაირიდან პირდაპირი ხაზის გავლებით ჩრდილოეთით.

ლოს-როკესის არქიპელაგის ეროვნული პარკი

Parque Nacional Archipiélago de Los Roques

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
ლოს-როკესის არქიპელაგის ეროვნული პარკი
მდებარეობა ვენესუელის დროშა ვენესუელა
უახლოესი ქალაქი ლა-გუაირა
კოორდინატები 11°51′ ს. გ. 66°45′ დ. გ. / 11.850° ს. გ. 66.750° დ. გ. / -11.850; -66.750
ფართობი 2 211,2 კმ²
დაარსდა 1972

კუნძულ გრან-როკეზე, რომლის ფართობიც 1,7 კმ²-ია, არსებობს მუდმივი მოსახლეობა, დაახლოებით 1200 ადამიანი.

პარკი ფლობს მთელს კარიბის ზღვაში ერთ-ერთ საუკეთესოდ დაცულ მარჯნის რიფებს. ტურიზმის განვითარების მთავარი ხელშემშლელი ფაქტორი, გარდა იმისა რომ მისი ეროვნული პარკის სტატუსი მკაცრად აკონტროლებს ბიზნეს-საქმიანობებს, არის მდინარეებისა და მუდმივი წყლის სხვა რესურსების ნაკლებობა, რაც თავის მხრივ დაბალი ნალექიანობითაა გამოწვეული.

ლოს-როკესი უზრუნველყოფს ვენესუელაში მოხმარებული კიბოსნაირების 90%-ის მიწოდებას. 1990-იანი წლებიდან, ძირითადი ეკონომიკური საქმიანობა — მეთევზეობა, ტურიზმმა ჩაანაცვლა. ყოველწლიურად პარკს 50,000 ტურისტი სტუმრობს, რომლებიც ღამის 60-მდე გასათევსა და პატარა სასტუმროებში ბინავდებიან.

ფრანსისკის კუნძულები

პარკის უმაღლესი ადგილი ზღვის დონიდან 130 მეტრზე მდებარეობს. არქიპელაგის სამხრეთით, ზღვის სიღრმე 1700 მეტრია, მის მოპირდაპირედ, კუნძულების მეორე მხარეს კი საშუალო სიღრმე 15 მეტრს არ აღემატება.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება