ლოს-ალამოსი (ესპ. Los Álamos — «ბამბის ხე») — დასახლებული პუნქტი და ოლქი შტატ ნიუ-მექსიკოში. არ აქვს ქალაქის ან სოფლის სტატუსი, თუმცა ცენზის მიხედვით განკერძოებული სტატისტიკური უბანია (ინგლ. Census Designated Places, CDP).

ლოს-ალამოსში 1942 წელს მანჰეტენის პროექტზე სამუშაოდ შეიქმნა ლოს-ალამოსის ეროვნული ლაბორატორია (ინგლ. Los Alamos National Laboratory, LANL).