ლორწოვანი მანჭკვალა

ლორწოვანი მანჭკვალა (ლათ. Oudemansiella mucida) — უდემანსიელას გვარის სოკო ფიზალაკრიასებრთა ოჯახისა.

ლორწოვანი მანჭკვალა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  ფიზალაკრიასებრნი
გვარი:  უდემანსიელა
სახეობა:  ლორწოვანი მანჭკვალა
ლათინური სახელი
Oudemansiella mucida (Schrad.) Höhn., 1910

როგორც წესი, საჭმელ სოკოდ ითვლება. თუმცა ზოგიერთი წყარო მას მცირედ შხამიან სოკოდ მიიჩნევს. ფართოდაა გავრცელებული ევროპასა და აღმოსავლეთ აზიაში (იაპონია, კორეა, ტაივანი).[1] იზრდება ფოთლოვან ტყეებში, გამხმარ ხეებზე, ზაფხულ-შემოდგომით.

სოკო პირველად აღწერა 1794 წელს ავსტრიელმა მიკოლოგმა და ბოტანიკოსმა ჰაინრიხ ადოლფ შრადერმა როგორც Agaricus mucidus.[2]

სამეცნიერო სინონიმები:

  • Armillaria mucida (Schrad.) P.Kumm., 1871
  • Agaricus mucidus Schrad., 1794basionym
  • Collybia mucida (Schrad.) Quél., 1886
  • Lepiota mucida (Schrad.) J.Schröt., 1889
  • Mucidula mucida (Schrad.) Pat., 1887

აღწერა რედაქტირება

ზრდასრული სოკოების ქუდის დიამეტრი — 2—6 (10) სმ. ნორჩობაში ფართოკონუსური, შემდგომში ამოზნექილი. თავდაპირველად შეფერილია ზეთისხილისფერ-მონაცფრისფროდ, შემდეგ ცენტრში — მოთეთრო ან მოყვითალო-ყავისფერი. ნორჩობაში ზედაპირი თითქმის მშრალია, ასაკთან ერთად ძლიერ ლორწოვანი ხდება. გააჩნია საყელო.

ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, მეჩხერი, ფეხთან შეზრდილი ან სუსტად დაღმავალი, ხშირად გადახლართული, მოთეთრო, ძნელად შესამჩნევი მოყვითალო შეფერილობით.

რბილობი — თეთრი, განსაკუთრებული სუნის გარეშე. ახასიათებს მტკნარი გემო.

ფეხის სიგრძე — 2—8 სმ, სისქეში — 0,2—0,4, ცილინდრული, ძირში გურსისებრი შესქელებით, ხშირად მოხრილი, სქელი ლორწოვანი საყელოთი.

სპორების ფხვნილი — თეთრი. სპორები — 13-18×11-16 მკმ, თითქმის სფეროსებრი. ბაზიდიუმი ოთხსპორიანი, გურზისებრი, 60-80×13-20 მკმ.

კვებითი ღირებულება რედაქტირება

როგორც წესი, ლორწოვანი მანჭკვალა საჭმელ სოკოდ ითვლება, თუმცა მეორე წყარო მას მცირედ შხამიანად მიიჩნევს. გამოყენებამდე აუცილებელია ლორწოვანი გარსის მოცილება.[3] ზოგიერთი წყარო მას კარგ საჭმელ სოკოდ თვლის, რომელიც სპეციფიკურ მომზადებას საჭიროებს.

მსგავსი სახეობები რედაქტირება

ეკოლოგია და გავრცელება რედაქტირება

გავრცელებულია ევროპასა და აღმოსავლეთ აზიაში, კერძოდ, იაპონია, კორეასა და, ტაივანში.[4]

საპროტროფია ან სუსტი პარაზიტი. იზრდება გამხმარ ფოთლოვან ხეებზე, უპირატესად წიფელზე ან იშვიათად დასუსტებულ ცოცხალ წიფელზე, ხშირად დიდ სიმაღლეზე.

სეზონი — ზაფხულიდან შემოდგომამდე.[5]

გალერეა რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Boekhout, T. (1999). Flora Agaricina Neerlandica. Rotterdam, გვ. 177. ISBN 9-054-10493-7. 

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Discover Life Maps. ციტირების თარიღი: 2016-01-10.
  2. Henrico Adolpho Schrader: „Spicilegium florae germanicae”, Editura Christian Ritscher, Hanovra 1794, p. 116 [1]
  3. Ciupercomania
  4. Discover Life Maps. ციტირების თარიღი: 2016-01-10.
  5. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 111, ISBN 99940-856-1-1.