ლონდონის თვალი (ინგლ. London Eye, აგრეთვე ცნობილი როგორც Millennium Wheel – ათასწლეულის ბორბალი) — ყველაზე მაღალი სათვალთვალო ბორბალია ევროპაში (135 ) და ყველაზე პოპულარული ფასიანი ტურისტული ღირსშესანიშნაობა გახდა დიდ ბრიტანეთში, რომელსაც წელიწადში 3 მილიონი ადამიანი სტუმრობს.

ლონდონ-აი

1999 წელს აგების მომენტში ლონდონის თვალი ყველაზე მაღალი ეშმაკის ბორბალი იყო მსოფლიოში, თუმცა 2006 წლის მაისში მას ჯერ ნანჩანის ვარსკვლავმა (160 ), ხოლო 2008 წლის თებერვალში კი სინგაპურის მფრინავმა (165 ) გაუსწრო. თუმცა მისი ოპერატორები მას დღემდე მოიხსენიებენ, როგორც მსოფლიოს უმაღლეს ცალმხრივად დამაგრებულ სათვალთვალო ბორბალს (ვინაიდან მთელი კონსტრუქცია ეყრდნობა A-ფორმის საბჯენებს ცალი მხრიდან).

ლონდონის თვალი მდინარე ტემზის სამხრეთ სანაპიროზე დგას უესტმინსტერისა და ჰანგერფორდის ხიდებს შორის.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება