ლოზანის მეტროპოლიტენი

ლოზანის მეტროპოლიტენი
ინფორმაცია
ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
ქალაქი ლოზანა
გახსნის თარიღი 1991 წ.
ხაზის სიგრძე 7,8 კმ. + 5,9 კმ.
სადგურთა რაოდენობა 15 + 14
ხაზთა რაოდენობა 2
მგზავრები დღეში
მგზავრები წელიწადში
ხაზების სქემა

ლოზანის მეტროპოლიტენილოზანის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთ-ერთი სახეობა, ერთად-ერთი მეტროპოლიტენი შვეიცარიაში. ხაზს М1 მსუბუქ მეტროს უწოდებენ, ხაზი M2 კი მეტროპოლიტენის ავტომატიზებული ხაზია. 2008 წელს M2-ის გახსნის შემდეგ ლოზანა მსოფლიოში ყველაზე პატარა ქალაქია, სადაც სრულფასოვანი მეტროპოლიტენია გაყვანილი.

მეტროპოლიტენის ექსპლუატაციას ორგანიზაცია Transports publics de la région lausannoise ახდენს, რომელიც ქალაქში ავტობუსებისა და ტრამვაის ექსპლუატაციასაც ეწევა. ამიტომ, მეტროს სატარიფო სისტემა უნიფიცირებულია ქალაქის ტრანსპორტის სხვა სახეობებთან. მეტროპოლიტენში ტურნიკეტები არ დგას.

ისტორია რედაქტირება

ხაზი M1 1991 წლის 24 მაისს გაიხსნა. თავდაპირველად ეწოდა "სამხრეთ-აღმოსავლეთის ლოზანის ტრამვაი" (ფრ Tramway du Sud-Ouest lausannois, TSOL), მოგვიანებით კი მეტროპოლიტენი უწოდეს. ხაზზე ბევრი შლაგბაუმიანი გადასასვლელია (ამგვარად, ხაზი მეტროს ისეთ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს, როგორიცაა სრული სერგეგირებულობა ტრანსპორტის სხვა სახეობებისგან). ამის მიუხედავად, ავტორიტეტულ პორტალზე urbanrail.net ლოზანის მეტრო აღნიშნულია, როგორც სრულფასოვანი მეტროპოლიტენი.

M1-ის სიგრძე 7,8 კმ-ია და ქალაქის ცენტრს ახლომდებარე დაბებთან აკავშირებს. ხაზზე სამი მიწისქვეშა სადგურია. ლიანდაგების დიდი ნაწილი მიწაზეა დაგებული, თუმცა, გარკვეულ მონაკვეთებში ესტაკადებზეც გადის. ზახი მეტწილად ცალლიანდაგიანი სადგურებთან გასაყრისი მონაკვეთებით. ხაზზე მოძრაობის დაახლოებითი დრო 19 წუთია, მოძრაობებს შორის ინტერვალი 9-10 წუთი, შაბათ-კვირას კი 20 წუთი. ლიანდაგების სიგანე 1435 მმ-ია. ხაზზე 15 სადგურია. ლოზანაში მეტროს საბოლოო სადგური საქალაქო ცალლიანდაგიანი რკინიგზის ბოლო სადგურთან არის შერწყმული, რომელიც ორდონიანია.  

სადგური თავისებურებანი ფოტო
Lausanne-Flon  
Vigie  
Montelly  
Provence
Malley
Bourdonnette
UNIL-Dorigny
Mouline
UNIL-Sorge
EPFL  
Bassenges
Cerisaie  
Crochy  
Epenex
Renens CFF  


ხაზი M2 — მეტროპოლიტენის მეორე ხაზი შვეიცარიის ტრანსპორტის მინისტრისა და ქალაქის ხელმძღვანელობის თანდასწრებით 2008 წლის 18 სექტემბერს გაიხსნა, 18-21 სექტემბერს უფასოდ იმუშავა, დაიხურა და საბოლოოდ იმავე წლის 27 ოქტომბერს გაიხსნა. მეორე ხაზის წინამორბედი 1877 წელს გახსნილი ქალაქის ფუნიკულიორი იყო. 1959 წელს ფუნიკულიორის ხაზი გადაკეთდა კბილანებიან რკინიგზად, რომელსაც ოფიციალურად მეტრო ეწოდა. ზახის ნახევარზე მეტი მიწის დონეზე, მწვანე კორიდორში გადიოდა.

კბილანებიანი რკინიგზა 2006 წელს დაიხუტა მეტროდ გადასაკეთებლად. მოძრავი შემადგენლობა ქალაქ ვილარ-დე-ლანს მიჰყიდეს იქმშენებარე კბილანებიანი რკინიგზისთვის.

М2-ის პროექტი 2001 წელს იქნა შემუშავებული. 2002 წელს რეფერენდუმზე მოიწონეს და დაფინანსდა კიდეც.


 
სადგური ახალი/არსებული განლაგება გაჩერების დრო
Ouchy არსებული მიწისზედა, გაიხსნა 70"
Jordils არსებული მიწისზედა, გაიხსნა 25"
Délices ახალი მიწისზედა, დახურულ შენობაში 25"
Montriond დაიხურა მიწისზედა, გაიხსნა -
Grancy ახალი მიწისზედა, გაიხსნა 25"
Gare CFF არსებული მიწისქვეშა 35"
Flon არსებული მიწისქვეშა 35"
Riponne ახალი მიწისქვეშა 35"
Bessières ახალი მიწისქვეშა 25"
Ours ახალი მიწისქვეშა 35"
CHUV ახალი მიწისქვეშა 35"
La Sallaz ახალი მიწისზედა, დახურულ შენობაში 35"
Fourmi ახალი მიწისქვეშა 25"
Vennes ახალი მიწისქვეშა 25"
Les Croisettes ახალი მიწისქვეშა 70"
 

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება