ლიეტუვური ლიტი

(გადამისამართდა გვერდიდან ლიტვური ლიტი)

ლიეტუვური ლიტი (ლიეტ. litas) — ფულის ერთეული ლიეტუვაში.

ლიეტუვური ლიტი
ლიეტ. litas
500 ლიეტუვური ლიტი
500 ლიეტუვური ლიტი
კოდი ISO 4217 LTL
ქვეყანა ლიეტუვა
ოფიციალური
მომხმარებლები
*ლიეტუვის დროშა ლიეტუვა
შედგება 100 ცენტი
სიმბოლო Lt
მონეტები 1, 2, 5, 10, 20, 50 ცენტი და 1, 2, 5 ლიტი.
ბანკნოტები 10, 20, 50, 100, 200, 500 ლიტი.
ცენტრალური ბანკი ლიეტუვის ბანკი
გაცვლითი კურსი
(2011 3 ოქტომბერი თვის)
1 USD = 2,4292 LTL
1 EUR = 3,4528 LTL
1 GBP = 3,9417 LTL

ისტორია რედაქტირება

1922 წლის 2 ოქტომბერს მიმოქცევაში შევიდა პირველი ლიტი, რომელმაც პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანიის ოკუპაციური მთავრობის მიერ თავსმოხვეული ოსტმარკები და ოსტრუბლები შეცვალა. ლიეტუვაში ოსტმარკები ცნობილი იყო, როგორც აუკსინასი (ლიეტ. auksinas; ოქროს).

ლიტის კურსი დოლართან მიმართებაში იყო 10 ლიტი = 1 ამერიკულ დოლარს და 1 ლიტი შედგებოდა 100 ცენტისგან. მსოფლიო ეკონომიკური დეპრესიის პირობებში, ლიტი აღმოჩნდა საკმაოდ მყარი და სტაბილური ვალუტა, რაც აისახა ლიეტუვის ეკონომიკაზე დეპრესიის უმნიშვნელო გავლენით. ერთი ლიტი დაფარული იყო 0.150462 გრამი ოქროთი. ლიეტუვური ლიტის ბანკნოტები იბეჭდებოდა ინგლისში, ჩეხოსლოვაკიაში და გერმანიაში. 1925 წელს გამოშვებული მონეტებიც მოიჭრა საზღვარგარეთ, ხოლო 19361938 წლებში მონეტები მოიჭრა ქალაქ კაუნასიში.

1940 წლის 25 მარტს ლიტვის| სსრკსთან შეერთების შემდეგ ლიტი შეიცვალა საბჭოთა რუბლით.

1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გადახდის დროებით საშუალებად გამოიყენებოდა «ლიეტუვური ტალონები».

1993 წლის 25 ივნისს მიმოქცევაში შევიდა ლიტი. დროებითი ტალონები იცვლებოდა 100 : 1-თან თანაფარდობით. დრობითი ტალონები მიმოქცევაში არსებობდა 1993 წლის 20 ივლისამდე.

1993 წლის 25 ივნისიდან 2002 წლის 31 იანვრამდე ლიტი მიბმული იყო დოლარზე 4 : 1-თან თანაფარდობით.

2002 წლიდან ლიტი მიბმულია ევროზე 3,4528 : 1-თან თანაფარდობით. ეს თანაფარდობა არ უნდა შეიცვალოს ლიეტუვაში ევროს დანერგვამდე.

მონეტები რედაქტირება

1991 წლის მონეტის ნიმუშები რედაქტირება

სურათი ნომინალი მეტალი დიამეტრი, მმ სისქე, მმ მასა, გ გურთი
 
1 ცენტი
ალუმინი
18,75
1,3
0,88
გლუვი
 
2 ცენტი
21,75
1,3
1,19
 
5 ცენტი
24,4
1,35
1,49
 
10 ცენტი
სპილენძი+თუთია+კალა
16
1
1,4
 
20 ცენტი
17,5
1,2
2,1
 
50 ცენტი
21
1,2
3,03
 
1 ლიტი
სპილენძი+ნიკელი
16,75
1,5
2,35
ამობურცული
 
2 ლიტი
20,5
1,35
3,46
 
5 ლიტი
23
1,5
4,36

1997-1998 წლების მონეტების ნიმუში რედაქტირება

სურათი ნომინალი მეტალი დიამეტრი, მმ სისქე, მმ მასა, გ გურთი
 
10 ცენტი
1997 1998 1999
2000 2003 2006
2007 2008 2009
2010 2011
სპილენძი+თუთია+ნიკელი
17
1,7
2,6
ამობურცული
 
20 ცენტი
1997 1998 1999
2000 2003 2007
2008 2009 2010
2011
20,5
2,1
4,8
 
50 ცენტი
1997 1998 1999
2000 2003 2008
2009 2010 2011
23
2,1
6
 
1 ლიტი
1998 1999 2000
2001 2002 2003
2008 2009 2010
2011
სპილენძი+ნიკელი
22,3
2,2
6,25
 
2 ლიტი
1998 1999 2000
2001 2002 2003
2008 2009 2010
2011
რგოლი: სპილენძი+ალუმინი+ნიკელი
ცენტრი: სპილენძი+ნიკელი
25
5,5
7,5
შიგადაშიგ-
ამობურცული
 
5 ლიტი
1998 1999 2000
2003 2008 2009
2010 2011
რგოლი: სპილენძი+ნიკელი
ცენტრი: სპილენძი+ალუმინი+ნიკელი
27,5
2,35
10,1
გლუვი
წარწერით
PENKI LITAI
შენიშვნა: სქლად აღნიშნულია წლები, როდესაც მოცემული მონეტები გამოვიდა მხოლოდ კომპლექტის შემადგენლობაში

ბანკნოტები რედაქტირება

ლიეტუვაში მიმოქცევაშია ბანკნოტები შემდეგი ნომინალით:

სურათი ნომინალი ფერი აღწერა გამოშვების თარიღი
ავერსი რევერსი ავერსი რევერსი
   
10 ლიტი
ლურჯი
დარიუს სთიაპონასი და სტასის გირენასი ლიეტუველი მფრინავები.
თვითმფრინავი «Lituanika» და ევროპის და ამერიკის კონტურების ფრაგმენტები.
1997, 2001, 2007
   
20 ლიტი
იასამნისფერი
მაირონისი ლიეტუველი პოეტი და დრამატურგი.
თავისუფლების ქანდაკება კაუნასიში სამხედრო მუზეუმის ფონზე.
1997, 2001, 2007
   
50 ლიტი
ყავისფერი
იონას ბასანოვიჩუსი ლიეტუველი ისტორიკოსი, ფოლკლორისტი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე.
წმინდა სტანისლავის საკათედრო ტაძარი ვილნიუსში, გედიმინასის კოშკი.
1998, 2003
   
100 ლიტი
ცისფერი
სიმონას დაუკანტასი ლიეტუველი ისტორიკოსი, მწერალი, განმანათლებელი.
ვილნიუსის უნივერსიტეტი
2000, 2007
   
200 ლიტი
ღია ლურჯი
ვიდუნასი ლიეტუველი დრამატურგი და კულტურის მოღვაწე
შუქურა კლაიპედაში
1997
   
500 ლიტი
ყავისფერი
ვინცას კუდირკა ლიეტუველი კომპოზიტორი, პროზაიკოსი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, პოეტი, ლიეტუვის სახელმწიფო ჰიმნის „ეროვნული სიმღერის“ ავტორი; განათლებით ექიმი.
თავისუფლების ზარი ლიეტუვის პეიზაჟის ფონზე
2000

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება