ლიეტუვის გერბი

(გადამისამართდა გვერდიდან ლიტვის გერბი)

ლიეტუვის გერბი (ასევე ეწოდება ვიტისი) — ლიეტუვის ოფიციალური სახელმწიფო სიმბოლო. გერბის სახელია „ვიტისი“ (რაინდი) ან „რაიტელისი“ (მხედარი). ეს არის ევროპის სახელმწიფოთა შორის ერთ-ერთი უძველესი გერბი. ჰერალდიკური ფარის თანამედროვე ვერსია მიღებულ იქნა 1991 წლის სექტემბერში.

ლიეტუვის გერბი
დეტალები

სტრუქტურა რედაქტირება

წითელ ფონზე გამოსახულია თეთრ ცხენზე ამხედრებული ვერცხლისფერი მხედარი, რომელსაც მარჯვენა ხელში უჭირავს ხმალი, ხოლო მარცხენა მხარზე ლურჯი ფარი ორმაგი ოქროსფერი ჯვრით. უნაგირი და აღვირი ლურჯი ფერისაა, ხმლის სახელური, უზანგი და აღკაზმულობის სხვა დეტალები ოქროსფერია.

მხედარი, როგორც ლიეტუვური სიმბოლო, ადრეულ ქრონიკებშიც არის ნახსენები, თუმცა სახელმწიფო ემბლემად იგი პირველად ლიტვის დიდი მთავარის, ალგირდასის ბეჭედზე გამოიყენეს 1366 წელს. სიმბოლო სათავეს იღებს ლიეტუვის ქრისტიანობამდელ წარსულში.

გერბის ისტორია რედაქტირება

 

ლიტვის დიდი სამთავროს გერბი. XV საუკუნე

 

ლიტვის დიდი სამთავროს გერბი. XVI საუკუნე

 

ლიეტუვის გერბის ერთ-ერთი პროექტი 1925 წ. პროექტის ავტორი სკულპტორი იონას ზიკარასი. იყო ლიეტუვის რესპუბლიკის დროებითი გერბი 1990—1992 წწ.

 

ლიეტუვის გერბის ერთ-ერთი პროექტი