ლისტომანია ან ლისტის ცხელება 一 წარმოადგენდა ერთგვარ ფენომენს, რომელიც გულისხმობდა უნგრელი კომპოზიტორის, ფერენც ლისტის მიმართ გადაჭარბებული ემოციის გამოხატვას მაშინ, როცა ის შემოქმედებით წვაში ან კონცერტზე იმყოფებოდა. ის პირველად 1841 წელს, ბერლინში დაფიქსირდა, თავად ტერმინი კი, პირველად, ჰაინრიხ ჰაინემ გამოიყენა ერთ-ერთ ფელეტონში, რომელიც 1844 წლის 25 აპრილითაა დათარიღებული, სადაც პოეტი პარიზში გამართულ საკონცერტო ფესტივალს მიმოიხილავდა. ლისტომანია ხასიათდებოდა, როგორც ისტერიის მაღალი დონის მქონე ფენომენი, რომლის დემონსტრირებასაც ამა თუ იმ მუსიკოსის ფანები ახორციელებდნენ და დღესაც არაა უცხო თანამედროვე მუსიკოსების მიმართებაში.

ფერენც ლისტის პორტრეტი, 1839

ფონი რედაქტირება

 
გერმანელი მხატვრის, თეოდორ ჰოსმანის 1842 წლის ილუსტრაცია, სადაც ასახულია ლისტის დაკვრით გამოწვეული მღელვარება 一 ე.წ. ლისტომანია.

ლისტმა ფორტეპიანოს გაკვეთილები ჯერ კიდევ შვიდი წლის ასაკში, მისი მამის, იმ დროის არანაკლებ ცნობილი პიანისტისა და ვიოლინჩელისტის, რომელიც პირადად იცნობდა იოზეფ ჰაიდნის, იოზეფ ჰუმელსა და ლუდვიგ ვან ბეთჰოვენს一 ადამ ლისტის ჩარევით დაიწყო. თერთმეტი წლის ასაკში ფერენცი უკვე ქმნიდა საკუთარ მუსიკას და, ამავე პერიოდში, საკუთარი შემოქმედების ფართო აუდიენციისთვის წარდგენაც დაიწყო. ასაკის მატებასთან ერთად, ლისტმა განაგრძო საკუთარი საშემსრულებლო უნარების დახვეწა და ფორტეპიანოზე დაკვრით მეტი გამოცდილების მიღება.

1839 წელს, ლისტმა ევროტურნე მოაწყო, რომელიც მომდევნო რვა წლის განმავლობაში გაგრძელდა. ეს დროის განმავლობაში ლისტმა ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი განვლო, როგორც საკონცერტო პიანისტმა, დაიმსახურა რა დიდი პატივისცემა, სიყვარული და ერთხმად იქნა აღიარებული, როგორც თანამედროვეობის ერთ-ერთი ვირტუოზი შემსრულებელი. მკვლევრებმა ამ მონაკვეთს ლისტის „ტრანსცენდენტული საშემსრულებლო პერიოდი“ უწოდეს.[1] სწორედ ამ დროს გაჩნდა პირველი ცნობები ლისტის თაყვანისმცემელთა ინტენსიური გამოხატულებების შესახებ, რაც მოიხსენიეს, როგორც „ლისტომანია“. ლისტი ბერლინში 1841 წლის შობას ჩავიდა და მის ჩასვლასთან დაკავშირებით ხმა მალევე დაირხა.[2] იმავე დღეს, ოცდაათი სტუდენტისგან შემდგარმა ჯგუფმა მას სერენადა უმღერა მისივე სიმღერის 一 „რაინვაინლიდი“ 一 თანხლებით.[2] მან თავისი პირველი სახალხო გამოსვლა ბერლინში ამავე 1841 წლის 27 დეკემბერს ჩაატარა, ენთუსიაზმით აღსავსე დამსხწრე საოგადოების წინაშე. მოგვიანებით აღინიშნა, რომ სწორედ ამ კონცერტმა დაუდო სათავე „ლისტომანიის“ ჩასახვას, რომელმაც მთელ ევროპაში ფეხი 1842 წლის შემდეგ მოიკიდა.[3][2]

მახასითებლები რედაქტირება

ლისტომანია ინტენსიურად ვლინდებოდა, ძირითადად, ლისტის კონცერტებზე.[4][2] ცნობილია, რომ ლისტის მიერ შესრულებული კომპოზიცია აუდიტორიის განწყობას აექსტაზებდა.[2] მისი თაყვანისმცემლები მის გარშემო ტრიალებდნენ, ეძებდნენ ცხვირსახოცებსა და ხელთათმანებსაც კი.[2] გულშემატკივრები კი მისი პორტრეტების მქონე ბროშურებსა და საკინძებსაც კი ატარებდნენ.[5][6] ქალები გაშმაგებით ცდილობდნენ, ლისტის გაცვენილი თმები შეეპყრათ და მის ფორტეპიანოს მომძვრალი სიმები სამაჯურად გამოეყენებინათ.[6] ზოგიერთი ქალი თაყვანისმცემელი ჭიქებსაც კი ატარებდა, რათა კომპოზიტორის მიერ დალეული ყავის ნალექი მოეთავსებინათ შიგნით.[1]

შექმნა და გამოყენება რედაქტირება

გერმანელმა პოეტმა, ჰაინრიხ ჰაინემ პირველმა გამოიყენა ტერმინი ლისტომანია, რითაც ხაზს უსვამდა იმ ემოციას, რომელიც თან ახლდა ლისტის მიერ ფორტეპიანოზე დაკვრასა და, ზოგადად, კონცერტის გამართვას.

მუსიკათმცოდნე დანა გული ამტკიცებს, რომ ჰაინეს მიერ ტერმინ ლისტომანია არ გამოიყენებოდა იმ დატვირთვით, რა დატვირთვითაც იყენებდნენ ტერმინ ბიტლომანიას მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში. მან ივარაუდა, რომ „ლისტომანია“ გაცილებით უფრო სამედიცინო დატვირთვა ჰქონდა, რამდენადაც მეცხრამეტე საუკუნის ეპოქაში ბოლოსართ „მანია“-ს შემცველი სიტყვები, ძირითადად, სამედიცინო საკითხებთან ასოცირდებოდა, მაშინ, როცა მეოცე საუკუნეში მან მნიშვნელობა იცვალა და შედარებით რბილი ხასიათი მიიღო. მისივე თქმით, ლისტომანიას მრავალი გადამდებ დაავადებადაც კი მიჩნევდა და კრიტიკოსები ხალხს იმუნიზაციის ზომებისკენაც კი მოუწოდებდნენ.[7]

იმდროინდელ კრიტიკოსთა უდიდესი ნაწილი ვარაუდობდა, რომ ლისტომანიის, ან ე.წ. ლისტის ცხელების მაჩვენებელი, ძირითადად, მხოლოდ ბერლინელთა და ჩრდილოეთ გერმანელთა დღის წესრიგში არსებობდა და მსგავსი ფენომენი არ არსებობდა სამხრეთგერმანელთა ჩვეულებებში, რამდენადაც, მრავლის თქმით, ამ ორის საზოგადოებრივი წყობა ძალზე განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Keller, Johanna (14 January 2001). „In Search of a Liszt to Be Loved“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 20, 2011. ციტირების თარიღი: 14 May 2010.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 Walker 1987, p. 371
  3. cite book|last=Walker|first=Alan|author-link=Alan Walker (musicologist)|title=Franz Liszt, The Virtuoso Years (1811–1847)|edition=revised|publisher=Cornell University Press|year=1987
  4. cite book|last=Walker|first=Alan|author-link=Alan Walker (musicologist)|title=Franz Liszt, The Virtuoso Years (1811–1847)|edition=revised|publisher=Cornell University Press|year=1987
  5. cite book|last=Walker|first=Alan|author-link=Alan Walker (musicologist)|title=Franz Liszt, The Virtuoso Years (1811–1847)|edition=revised|publisher=Cornell University Press|year=1987
  6. 6.0 6.1 Walker 1987, p. 372
  7. https://books.google.ge/books?id=koSQAjlxeOIC&q=alan+walker+lisztomania&pg=PA201&redir_esc=y#v=snippet&q=alan%20walker%20lisztomania&f=false