ლისის წმინდა ესტატეს ეკლესია

ლისის წმინდა ესტატეს ეკლესიაეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლისში. მდებარეობს სოფლის განაპირას, ჩრდილოეთით, სასაფლაოზე. თარიღდება XIII-XIV საუკუნეებით.[1]

წმინდა ესტატეს ეკლესია

ეკლესია დარბაზულია (9,65 X 5,35 მ), ნაგებია ნატეხი ქვის არასწორი რიგებით, ფასადები მოპირკეთებულია თლილი ქვით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთ ფასადში ერთი სწორკუთხა სარკმელი და მის ორივე მხარეს თითო ღრმა ნახევარწრიული (სიმაღლე 2 მ) და თითო მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია. დასავლეთისა და სამხრეთის კედლებში თითო სწორკუთხა სარკმელია. დარბაზის გრძივ კედლებზე შემორჩენილია პილასტრები, რომლებსაც კამარის საბჯენი თაღი ეყრდნობა.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 20187

სქოლიო რედაქტირება