ლიპყინული — მკვრივი ყინულის ფენა, რომელიც წარმოიქმნება დედამიწასა და საგნებზე, მათ ზედაპირზე გადაცივებული წვიმის წვეთებისა და ნისლის დაყინვისას. ლიპყინული უმეტესად სუსტი ყინვების (0°-იდან –3°-მდე), ზოგჯერ უფრო დაბალი ტემპერატურის (–16°) დროს ჩნდება. წარმოიქმნება ძირითადად საგნის ქარპირა მხარეს. დაყინული ყინულის ქერქის სისქე რამდენიმე სანტიმეტრია. თავისი სიმძიმით ამტვრევს ხეებს, ბოძებს, იწვევს გზებზე მიმოსვლის შეწყვეტას, წყვეტს ელექტროგადაცემის ხაზებს.[1]

ლიპყინული

ლიპყინული საქართველოში ჩნდება აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან ცივი ჰაერის მასების შემოჭრის დროს; მის გაჩენაში დიდ როლს ასრულებს რელიეფის ფორმა, განსაკუთრებით ქედების მიმართულება. ლიპყინული უფრო ხშირია ქარისკენ მიქცეულ ფერდობებზე. ლიპყინული ჯავახეთის ქედზე, ლიხის ქედის დასაველთ კალთაზე, გაგრის ქედსა და მამისონის უღელტეხილზე წელიწადში 3–6 დღეა. იშვიათად ჩნდება საქართველოს მთიანეთშორის ბარში.[2]

სქოლიო რედაქტირება

  1. Гололёд | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-30. ციტირების თარიღი: 2021-02-09.
  2. გობეჯიშვილი რ., კოტლიაკოვი ვ., გლაციოლოგია, თბ., 2006.