ლიმპოპო (პროვინცია)

ლიმპოპო (ინგლ. Limpopo) — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის 9 პროვინციიდან ერთ-ერთი. 2011 წლის აღწერის მონაცემებით ლიმპოპოს პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 5 404 868 ადამიანს, რითაც იგი მეხუთეა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პროვინციებში, ხოლო მისი ფართობია – 125 754 კმ². პროვინციას ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება ბოტსვანა, ხოლო ჩრდილო-დასავლეთით ზიმბაბვე.

პროვინცია
ლიმპოპო
ინგლ. Limpopo
ქვეყანა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
ადმ. ცენტრი პოლოკვანე
შიდა დაყოფა Mopani District Municipality, Vhembe District Municipality, Capricorn District Municipality, Waterberg District Municipality და Sekhukhune District Municipality
კოორდინატები 24°00′00″ ს. გ. 29°30′00″ ა. გ. / 24.00000° ს. გ. 29.50000° ა. გ. / -24.00000; 29.50000
მმართველი Stanley Mathabatha
დაარსდა 27 აპრილი, 1994
ფართობი 125 754 კმ²
მოსახლეობა 5 404 868 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 42,98 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+2]]
ოფიციალური საიტი limpopo.gov.za

არსებობს 1994 წლიდან, როდესაც გამოყვეს ტრანსვაალიდან და დაარქვეს ჩრდილოეთ ტრანსვაალი. 1995 წლიდან 2003 წლამდე ერქვა ჩრდილოეთი პროვინცია, შემდგომში მიიღო დღევანდელი დასახელება.

პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი პოლოკვანე (ადრე ერქვა პიტერსბურგი).

გეოგრაფია რედაქტირება

პროვინცია მდებარეობს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ჩრდილოეთით, ესაზღვრება ჩრდილო-დასავლეთის, გაუტენგის და მპუმალანგას პროვინციებს, ასევე ბოტსვანას, ზიმბაბვეს და მოზამბიკს.

მოსახლეობა რედაქტირება

 
მოსახლეობის სიმჭიდროვე:
  <1 /კმ²
  1–3 /კმ²
  3–10 /კმ²
  10–30 /კმ²
  30–100 /კმ²
  100–300 /კმ²
  300–1000 /კმ²
  1000–3000 /კმ²
  >3000 /კმ²
 
ენები პროვინციაში:
  არ არსებობს უპირატესი ენა

2011 წლის აღწერის მონაცემებით ლიმპოპოს პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 5 404 868 ადამიანს.[1][2] პროვინციის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა შემდეგნაირია: შავკანიანები – 96,7 %; თეთრკანიანები – 2,6 %; ფერადკანიანები – 0,3 %; აზიელები – 0,3 %.[2] ქვეყნის პროვინციებს შორის ლიმპოპოს პროვინციაში თეთრკანიანი მოსახლეობის ყველაზე უფრო დაბალი წილი და შავკანიანი მოსახლეობის ყველაზე უფრო მაღალი წილია. პროვინციაში ძირითადი სალაპარაკო ენებია: ჩრდილოეთ სესოთო – 52,9 %, ტსონგა – 17 %, ვენდა – 16,7 %.[3] აფრიკაანსის ენაზე მოლაპარაკენი შეადგენენ 2,6 %-ს, ხოლო ინგლისურად მოლაპარაკენი – 0,5 %-ზე ნაკლებს. ამასთან ჩრდილოეთ სესოთო დომინირებს პროვინციის 5 ოლქიდან 3 ოლქში (Waterberg, Capricorn და Sekhukhune), ხოლო კიდევ ერთში (Mopani) ორი ძირითადი ენიდან ერთ-ერთი ძირითადი ენაა (ტსონგას ენასთან ერთად). მეხუთე ოლქში (Vhembe) მოსახლეობის უმრავლესობა ლაპარაკობს ვენდას ენაზე. პროვინციას აქვს აიდ-ინფიცირებულების შედარებით დაბალი წილი (დაახლოებით 18,5 %) ქვეყნის სხვა რეგიონებთან შედარებით.

მუნიციპალიტეტები რედაქტირება

ლიმპოპოს პროვინცია იყოფა 5 ოლქად, რომლებიც თავის მხრივ იყოფიან 24 ადგილობრივ მუნიციპალიტეტებად.

ეკონომიკა რედაქტირება

ლიმპოპოს პროვინცია – ქვეყნის ერთ-ერთი უღარიბესი და ნაკლებად განვითარებული რეგიონია. განსაკუთრებით კარგად ეს სჩანს სოფლის რაიონებში. მიუხედავად ამისა, უკანასკნელ წლებში სჩანს ეკონომიკის და ცხოვრების დონის სერიოზული დადებითი ძვრები. სოფლის მეურნეობის საფუძველს შეადგენს მსხვილი რქოსანი საქონელის მომრავლება. მოჰყავთ მზესუმზირა, ბამბა, სიმინდი, არაქისი, ბანანი, ანანასი, მანგო. არსებობს ჩაის და ყავის პლანტაციები.

არსებობს სასარგებლო წიაღისეულის შემდეგი საბადოები: რკინის მადანი, სტიბიუმი, ფოსფატები, ნახშირი, ქრომიტები, ალმასი, ოქრო, სილიციუმი და სხვა. მომპოვებელი მრეწველობა შეადგენს ლიმპოპოს პროვინციის ეკონომიკის დაახლოებით ერთ მეხუთედს. მთავარი მნიშვნელობა აქვს ტურიზმს, რომლის განვითარებასაც ხელს უწყობს რეგიონის მდიდარი ფლორა და ფაუნა და დაცული ტერიტორიების სიმრავლე.

ლიმპოპოს პროვინციის ტერიტორიაზე გადის საავტომობილო ტრასა N1, ერთ-ერთი ყველაზე უფრო დატვირთული აფრიკაში, მასზე ასევე გადის ავტოგზები კონტინენტის სიღრმიდან დურბანის, რიჩარდს-ბეის, მაპუტუს მთავარ პორტებამდე.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. SouthAfrica.info. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-21. ციტირების თარიღი: 2016-07-06.
  2. 2.0 2.1 Statistics South Africa. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-13. ციტირების თარიღი: 2016-07-06.
  3. The languages of South Africa. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-03-04. ციტირების თარიღი: 2016-07-06.