ლიზა სიმფსონი

(გადამისამართდა გვერდიდან ლიზა სიმპსონი)

ლიზა მარი სიმფსონი (ინგლ. Lisa Marie Simpson) — ანიმაციური სერიალ „სიმფსონების“ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, სიმფსონების ოჯახის უფროსი ქალიშვილი და ბარტ სიმფსონის და (ასაკით მასზე უმცროსი). სერიალის განმავლობაში გამოიყურება, როგორც რვა წლის გოგონა. გამოირჩევა ინტელექტუალური შესაძლებლობებით.

პერსონაჟი სიმფსონებიდან
ლიზა სიმფსონი
სქესი მდედრობითი
საქმიანობა მოსწავლე
ნათესავები მშობლები: ჰომერ სიმფსონი და მარჯ სიმფსონი
და-ძმები: ბარტ სიმფსონი და მეგი სიმფსონი
ბებია-ბაბუები: აბრაამ სიმფსონი, მონა სიმფსონი, ჟაკლინ ბუვიე და კლენსი ბუვიე
დეიდები: პეტი და სელმა ბუვიე
(აგრეთვე იხილეთ სიმფსონების ოჯახი)
ახმოვანებს იერდლი სმითი
ულმანის მოკლემეტრაჟიანი ფილმები "ღამე მშვიდობის" (1987)
სიმფსონები "Simpsons Roasting on an Open Fire" (1989)

მეტ გრენინგმა ლიზა მოიგონა კომპანიის Fox მისაღებში ჯდომისას და ეს სახელი დაარქვა ერთ-ერთი თავისი დის პატივსაცემად. ლიზა პირველად გამოჩნდა ტრეისი ულმანის შოუში, მოკლემეტრაჟიან სერიაში „ღამე მშვიდობის“ (1987). ამ სერიაში იგი ჯერ არ იყო დამოუკიდებელი პერსონაჟი და უფრო მეტად თავის ძმას ჰგავდა. მომავალში მისი ხასიათი სულ უფრო და უფრო განავრცეს.

სერიალში ლიზას როლს ახმოვანებს მსახიობი იერდლი სმითი, თუმცა თავდაპირველად ამ როლზე კასტინგს ნენსი კართრაიტი გადიოდა.

ლიზას სახელი შეტანილია „გამოგონილ ადამიანთა ენციკლოპედიაში“, სადაც იგი ნახსენებია დემოკრატებს, მოყვარულ მუსიკოსებსა და უფროსი ასაკის ხალხზე უფრო ჭკვიანი პერსონაჟების სიებში. 2000 წელს გამოცემამ Entertainment Weekly იგი ყველაზე დაუფასებელ პიროვნებათა სიაში შეიყვანა. 2002 წელს თავის ძმა ბარტთან ერთად ლიზა მოხვდა 50 საუკეთესო მულტიპლიკაციური პერსონაჟის სიაში (TV Guide-ის რეიტინგში). 1996-1998 წლებში შედგა ინტერნეტ-გამოკითხვა, სადაც ლიზამ დაიკავა მეოთხე ადგილი სიმფსონების საყვარელ პერსონაჟებს შორის - ჰომერის, ბარტისა და რალფ ვიგამის შემდეგ.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება