ლივური ენაფინურ-უგრულ ენათა ოჯახის ბალტიისპირულ-ფინური ჯგუფის ენა. XX საუკუნის შუა წლებში ამ ენაზე მხოლოდ მცირე ჯგუფი ლაპარაკობდა ლატვიაში, ვენტსპილსის რაიონის სანაპირო ზოლში. ენა გაქრობის წინაშე დგას, რადგან ლივურად მხოლოდ 150 კაცამდე თუ საუბრობს. მონათესავე ენებად ფინური და ესტონური ეკუთვნის. ლივონური ენა ლატვიაში, ისტორიული ლივონიის მხარეშია მხოლოდ გავრცელებული.

ლივური ანბანი რედაქტირება

ლივური ანბანი ესტონური და ლატვიური ორთოგრაფიის ჰიბრიდს წარმოადგენს.

ლივური ანბანი:

Aa, Āā, Ää, Ǟǟ, Bb, Dd, Ḑḑ, Ee, Ēē, Ff, Gg, Hh, Ii, Īī, Jj, Kk, Ll, Ļļ, Mm, Nn, Ņņ, Oo, Ōō, Ȯȯ, Ȱȱ, Öö, Ȫȫ, Õõ, Ȭȭ, Pp, Rr, Ŗŗ, Ss, Šš, Tt, Țț, Uu, Ūū, Yy, Ȳȳ, Vv, Zz, Žž.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქსე ტ. 6, გვ. 227, თბ., 1983 წელი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება