ლიდია ალექსანდრეს ასული ფოტიევა (რუს. Лидия Александровна Фотиева; დ. 6 (18) ოქტომბერი1881, რიაზანი — გ. 25 აგვისტო, 1975, მოსკოვი) — რუსეთის რევოლუციური მოძრაობის მოღვაწე. სოციალისტური შრომის გმირი (1971). კომპარტიის წევრი 1904 წლიდან.

ლიდია ფოტიევა
დაბადების თარიღი 6 ოქტომბერი/18 ოქტომბერი 1881
რიაზანი, რუსეთი
გარდაცვალების თარიღი 25 აგვისტო, 1975 (93 წლის)
მოსკოვი, რუსეთი

ბიოგრაფია რედაქტირება

1899 წლიდან სწავლობდა მოსკოვის კონსერვატორიაში (დაამთავრა 1917 წელს), 1900 წლიდან ბესტუჟევის კურსებზე (ქალთა უმაღლესი სასწავლებელი) პეტერბურგში. რევოლუციური მოღვაწეობისათვის არაერთხელ იყო დაპატიმრებული. 1904 წლიდან ემიგრაციაში იმყოფებოდა; მუშაობდა ბოლშევიკურ სექციებში ჟენევასა და პარიზში. 1905 წელს პარტიულ მოღვაწეობას განაგრძობდა პეტროგრადში. 1918–1924 წლებში ვლადიმერ ლენინის პირადი მდივანი იყო. აქვს მოგონებები ლენინზე. სკკპ ყრილობების XXII–XXIV დელეგატი.

დაჯილდოებული იყო 4 ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის ორდენით, აგრეთვე მედლებით.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება