ლიბერტი-სიტი (Grand Theft Auto)

(გადამისამართდა გვერდიდან ლიბერტი სიტი (Grand Theft Auto))

ლიბერტი-სიტი (ინგლ. Liberty City) — გამოგონილი ქალაქი Rockstar Games-ის Grand Theft Auto-ს სერიის ვიდეო თამაშებისთვის, რომელიც ძირითადად დაფუძნებულია ნიუ-იორკზე. სამი სხვადასხვა სახის ქალაქი გამოჩნდა სერიის სხვადასხვა თაობაში.

ლიბერთი სითის პანორამული ხედვა GTA IV-ში

Grand Theft Auto-ში ეს ქალაქი გეოგრაფიულად მიმსგავსებულია ნიუ იორკს, მოიცავს ორ კუნძულს. Grand Theft Auto III-ში (ასევე Grand Theft Auto Advance, Grand Theft Auto: Liberty City Stories, და ნაწილობრივ Grand Theft Auto: San Andreas), ქალაქი წარმოდგენილია მეტროპოლიტურ ქალაქად, რომელიც მიმსგავსებულია ნიუ-იორკს, მაგრამ შეიცავს ამერიკის სხვა ქალაქების ელემენტებსაც. Grand Theft Auto IV-ში (ასევე The Lost and Damned, The Ballad of Gay Tony და Grand Theft Auto: Chinatown Wars) ქალაქი წარმოადგენს ნიუ-იორკის კარიკატურას, ლიბერტი-სიტის გეორგრაფიითა და სხვადასხვა ნიშნებით, რომლებიც ნიუ-იორკს ძლიერაა მიმსგავსებული.