ლიბერიის ადმინისტრაციული დაყოფა

ლიბერია ადმინისტრაციულად იყოფა 15 საგრაფოდ, რომლებიც თავის მხრივ იყოფიან 68 რაიონად, ხოლო რაიონები კლანებად.

ლიბერიის ადმინისტრაციული დაყოფის რუკა

1847 წელს, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ლიბერია იყოფოდა ხუთ საგრაფოდ: გრანდ-კეიპ-მაუნტი, მონტსერადო, გრანდ-ბასა, სინო და მერილენდი. 1964 წელს პრეზიდენტმა უილიამ ტაბმენმა ჩამოაყალიბა შემდეგი საგრაფოები: გრანდ-ჯედე, ნიმბა, ბონგი და ლოფა.

1984 წელს სამუელ დოუმ შექმნა გრანდ-კრუს და ბომის საგრაფოები, ხოლო 1985 წელს მარგიბი და რივერ-სესი. უკანასკნელი ორი საგრაფო რივერ-გი (2000 წ.) და გბარპოლუ (2001 წ.) შეიქმნა პრეზიდენტ ჩარლზ ტეილორის მიერ.


რუკაზე
საგრაფო საგრაფო
(ინგლ.)
ადმ. ცენტი ადმ. ცენტრი
(ინგლ.)
ფართობი,
კმ²
მოსახლეობა
ად. (2008 წ.)
სიმჭიდროვე,
კაცი/კმ²
1 ბომის საგრაფო Bomi ტაბმენბერგი Tubmanburg 1 942 82 036 42,24
2 ბონგის საგრაფო Bong გბარნგა Gbarnga 8 769 328 919 37,51
3 გბარპოლუს საგრაფო* Gbarpolu ბოპოლუ Bopulu 9 685 83 758 8,65
4 გრანდ-ბასის საგრაფო Grand Bassa ბიუკენენი Buchananus 7 932 224 839 28,35
5 გრანდ-კეიპ-მაუნტის საგრაფო Grand Cape Mount რობერტსპორტი Robertsport 5 160 129 055 25,01
6 გრანდ-ჯიდეს საგრაფო Grand Gedeh ზვედრუ Zwedru 10 480 126 146 12,04
7 გრანდ-კრუს საგრაფო Grand Kru ბარკლივილი Barclayville 3 894 57 106 14,67
8 ლოფის საგრაფო Lofa ვოინჯამა Voinjama 9 978 270 114 27,07
9 მარგიბის საგრაფო Margibi კაკატა Kakata 2 615 199 689 76,36
10 მერილენდის საგრაფო Maryland ჰარპერი Harper 2 296 136 404 59,41
11 მონტსერადოს საგრაფო Montserrado ბენსონვილი Bensonville 1 908 1 144 806 600,00
12 ნიმბის საგრაფო Nimba სანიკველიე Sanniquellie 11 546 468 088 40,54
13 რივერ-სესის საგრაფო River Cess რივერ-სესი River Cess 5 594 65 862 11,78
14 რივერ-გის საგრაფო** River Gee ფიშტაუნი Fish Town 5 110 67 318 13,17
15 სინოს საგრაფო Sinoe გრინვილი Greenville 10 133 104 932 10,36
სულ 97 042 3 489 072 35,95
  • *გბარპოლუს საგრაფო გამოეყო ლოფის საგრაფოს 2001 წელს.
  • ** რივერ-გის საგრაფო გამოეყო გრანდ-ჯიდეს საგრაფოს 2000 წელს.

რაიონები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება