ტურიზმის ინდუსტრიას ლიბანის ადგილობრივი ეკონომიკისთვის ისტორიული მნიშვნელობა აქვს და ქვეყნის შემოსავლების უმთავრეს წყაროს წარმოადგენს. ლიბანის სამოქალაქო ომამდე ბეირუთი იწოდებოდა შუა აღმოსავლეთის პარიზად ან შუა აღმოსავლეთის მარგალიტად. ქალაქი ფინანსურ და ბიზნეს ცენტრად მიიჩნევა, სადაც ვიზიტორებს ლევანტის ხმელთაშუაზღვისპიური კულტურის, სამზარეულოს, ისტორიის, არქეოლოგიისა და არქიტექტურის გაცნობა შეუძლიათ.

ლიბანის მთა

დაწყებული ქვის ხანიდან ფინიკიურ ქალაქ-სახელმწიფოებამდე, რომაული ტაძრებიდან ერმიტაჟებამდე, ჯვაროსანთა სასახლეებიდან მამლუქთა მეჩეთებამდე და ოსმალეთა აბანოებამდე, ლიბანის ისტორიული და არქეოლოგიური ძეგლები მთელი ქვეყნის მასშტაბითაა განფენილი და ანტიკური და თანამედროვე მსოფლიოს ისტორიის გამოხატულებაა.[1] ლიბანის კულტურულ ტურიზმს დიდი ხნის ისტორია აქვს. ლიბანელთა ლევანტის კულტურისადმი ინტერესის გამო ქვეყანას მრავალი ევროპელი აღმოსავლეთმცოდნე, მეცნიერი და პოეტი სტუმრობდა, განსაკუთრებით აღსანიშნავია: ალფონსო დე ლამარტინი, ერნესტ რენანი და ვიქტორ გიურინი.[2][3]

ლიბანის მრავალფეროვანი ატმოსფერო და ანტიკური ისტორია ქვეყანას მნიშვნელოვან ტურისტულ დანიშნულების ადგილად აქცევს. ლიბანის ტურისტული ღირსშესანიშნაობები მრავალფეროვანია: დაწყებული ძველი რომის ნანგრევებით, კარგად შემონახული სასახლეებით, კირქვოვანი მღვიმეებით, ისტორიული ტაძრებითა და მეჩეთებით, ხმელთაშუა ზღვის ლამაზი პლაჟებით, მსოფლიოში ცნობილი ლიბანის სამზარეულოთი, შეუჩერებელი ღამის ცხოვრებთ და დისკოთეკებით, დამთავრებული სამთო-სათხილამურო კურორტებით.

ბეირუთის ცენტრალური რაიონი

ტურიზმის სექტორის მოდერნიზაციისა და გაფართოებისთვის ბოლო პერიოდში კერძო ინვესტიციები განხორციელდა და საერთაშორისო სასტუმროს კომპანიები ლიბანში დაბრუნდნენ. 1996 წელს Casino du Liban კვლავ გაიხსნა. ქვეყნის ყველაზე დიდი სათხილამურო კურორტი კიდევ უფრო გაფართოვდა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო. მთავრობის განცხადებით, ქვეყნისთვის მშვიდობისა და სტაბილურობის დაბრუნებისა და საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შემდეგ ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკაში კვლავ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. ლიბანის ტურიზმი აგრეთვე ეყრდნობა საზღვარგარეთ მცხოვრებ ლიბანელებს, რომლებიც ზაფხულის არდადეგების დროს რეგულარულად ბრუნდებიან სამშობლოში.[4]

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის 2017 წლის მოხსენების მიხედვით (3.4 ქულა) 136 ქვეყანას შორის ლიბანი 96-ე ადგილზე იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ კონკურენტუნარიანობის ინდექსი 0.1 ქულით გაუმჯობესებულია, ქვეყანამ ჩათვლაში ორი ადგილით უკან დაიხია. საერთაშორისო ტურისტთა რაოდენობამ 1 517 927 ტურისტს მიაღწია, ხოლო ტურიზმიდან შემოსულმა თანხამ - 6 857 300 000 აშშ დოლარს, რაც საშუალოდ თითოეული ტურისტის მიერ დახარჯულ 4 517.5 აშშ დოლარს უდრის. მოგზაურობისა და ტურიზმის სექტორში 120 894 სამუშაო ადგილია შექმნილი, ანუ მთლიანი სამუშაო ადგილების 7.9%. ქვეყანას საუკეთესო მაჩვენებლები ფასების კონკურენტუნარიანობის სვეტში აქვს (27-ე ადგილი, 5.5 ქულა), ხოლო ყველაზე ცუდი - ბუნებრივი რესურსებისა (128-ე ადგილი, 2.1 ქულა) და უსაფრთხოებისა და დაცულობის (125-ე ადგილი, 3.6 ქულა) სვეტებში.[5]

რელიგიური ტურიზმი რედაქტირება

ანჯარი რედაქტირება

 
ტეტრაპილონი ქალაქ ანჯარის ცენტრში

1984 წელს იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანილი ანჯარი ლევანტის სავაჭრო მარშრუტების ცენტრი იყო.[6] 1300 წლის ანჯარი ლიბანის ერთ-ერთი ახალი არქეოლოგიური ძეგლია.[7] ქალაქი ომაიანთა ხალიფამ, ვალიდ I-ის დროს (VIII საუკუნის დასაწყისი) აიგო. სახელწოდება არაბული სიტყვიდან AIN Gerrah მომდინარეობს, რაც გერაჰის წყაროს ნიშნავს და დაკავშირებულია იმავე პერიოდში ომაიანთა მიერ აგებულ დასაყრდენთან.[6][8] ქალაქის ფართო გამზირებზე მეჩეთები, სასახლეები, აბაზანები, საწყობები და რეზიდენციებია განთავსებული. ქალაქის ნანგრევები 114 000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა გადაჭიმული და ფართო, ფორტიფიცირებული ქვის კედლებითაა გარშემორტყმული, რომელთა სისქე 2 მეტრს აღემატება, ხოლო სიმაღლე - 7 მეტრს. მართკუთხა ფორმის ქალაქი რომაული დაგეგმარებისა და არქიტექტურის მიხედვითაა შექმნილი, ხოლო საშენი მასალა ბიზანტინიიდანაა ჩამოტანილი. ორი ფართო გამზირი - ჩრდილოეთიდან სამხრეთით გადაჭიმული 20 მეტრის სიფართის კარდო მაქსიმუსის და აღმოსავლეთიდან დასავლეთით გადაჭიმული დეკუმანუს მაქსიმუსი - ქალაქს ოთხ კვადრანტად ყოფს. ქალაქის ცენტრში, გზაჯვარედინზე კუთხეებზე 4 დიდი ტეტრაპილონი მიუთითებს.[7]

ბაალბექი რედაქტირება

 
ბახუსის რომაული ტაძარი ბაალბექში

ფინიკიელთა პერიოდში ბაალბექი პატარა სოფელი იყო. ფინიკიელთა ნაგებობებიდან მხირე ნაწილია შემორჩენილი. ქალაქს ბერძენთა მმართველობის დროს ჰელიოპოლისი ეწოდა და რომაელთა მმართველობის პერიოდში მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. ძვ.წ. 64 წელს, ფინიკიაში რომაელთა დამკვიდრების შემდეგ ქალაქი ღმერთების (იუპიტერი, ვენერა და მერკური) თაყვანისცემის ადგილად იქცა და მომდევნო ორი საუკუნის განმავლობაში კოლოსალური ტაძრები აიგო.[9][10] დღეისთვის ბაალექის ვიზიტორებს ქალაქში შესვლა დიდებული რომაული პროპილეის გავლით შეუძლიათ, კოლონადებით მორთული ორი ეზოს გავლის შემდეგ კი დიდებული ტაძრების კომპექსს მიაღქევენ:

  • იუპიტერის ტაძარარი რომაელების მიერ აგებული ყველაზე დიდი ტაძარი იყო. 54 კორინთული სვეტიდან დღეისთვის მხოლოდ 6 შემორჩა. ყოველი სვეტი 22 მეტრის სიმაღლისა, ხოლო დიამეტრი 2 მეტრია, რაც რომის იმპერიის დროისთვის ტაძრის უზარმაზარ ზომაზე მიუთითებს.
  • ბახუსის ტაძარი შუა აღმოსავლეთის რომაულ ტაძართაგან ყველაზე კარგადაა შემონახული. იუპიტერის ტაძართან შედარებით ბახუსის ტაძარი მცირე ზომისაა, მაგრამ ათენში მდებარე პართენონზე დიდია. ტაძრის დანიშნულება და ის თუ კომპექსში რა ადგილი ეჭირა მას, დღემდე უცნობია.
  • ვენერას ტაძარი პატარა, გუმბათოვანი ტაძარია, რომელიც კომპლექსის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაილში მდებარეობს. ბიზანტიელთა მმართველობის პერიოდში ტაძარი წმინდა ბარბარესადმი მიძღვნილ ეკლესიად გადააკეთეს.
  • მერკურის ტაძრისგან მხოლოდ საფეხუროვანი კიბეების ნაწილის ნახვაა შესაძლებელი შეიხ აბდალაჰის ბორცვზე.[11]

1984 წელს ბაალბექი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეიტანეს.[12]

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • Dewailly B., 2007, « Du cas et des “K” touristiques libanais : une communication géographique » , in Villes et Territoires du Moyen-Orient, Institut Français du Proche-Orient, Beyrouth, mars, n° 3, on Hal-SHS.
  • Dewailly B. et Ovazza J.-M., 2009, "Le tourisme au Liban : quand l’action ne fait plus système", in Berriane M. (Ed.), Tourisme des nationaux, tourisme des étrangers : quelles articulations en Méditerranée ?, Rabat University Press, Faculté des Lettres et des Sciences Humaines and European Research Institute, Florence, Italy, 277 p. ISBN 978-2-35604-098-5 - PDF preprint version 2004 on Hal-SHS.
  • Dewailly B. et Ovazza J.-M., 2009, " Les complexes balnéaires privés au Liban. Quels lieux touristiques en émergence ?", in Berriane M. (Ed.), Tourisme des nationaux, tourisme des étrangers : quelles articulations en Méditerranée ?, Rabat University Press, Faculté des Lettres et des Sciences Humaines and European Research Institute, Florence, Italy, 277 p. ISBN 978-2-35604-098-5 - PDF preprint version 2004 on Hal-SHS.
  • Ministère libanais du tourisme, 1995, Le Liban – Un Avenir – Le Tourisme, Plan de Reconstruction et de Développement Touristiques du Liban, République Libanaise, Organisation Mondiale du Tourisme, République Française, Programme des Nations-Unies pour le Développement.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Explore Culture & History in Lebanon. Retrieved on 15 June 2008 დაარქივებული 16 June 2008 საიტზე Wayback Machine.
  2. „informations sur le Liban et le proche-orient - citations“. Le journal des amis du Liban dans le monde. 7 June 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-10. ციტირების თარიღი: 2008-06-08.
  3. Byblos (Lebanon). About.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-11. ციტირების თარიღი: 2008-06-08.
  4. Profile of Lebanon : Economy. The US embassy in Lebanon Site. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-08. ციტირების თარიღი: 2008-06-10.
  5. World Economic Forum. The Travel & Tourism Competitiveness Report 2017. გვ.232-233.
  6. 6.0 6.1 Anjar - UNESCO World Heritage Center. Unesco. ციტირების თარიღი: 2008-06-08.
  7. 7.0 7.1 Aanjar: Commercial Hub of the Umayyad Dynasty. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-11. ციტირების თარიღი: 2008-06-09.
  8. Places in Lebanon - Anjar. almashriq. ციტირების თარიღი: 2008-06-08.
  9. „International Council on Monuments and Sites“ (PDF) (პრეს-რელიზი). Unesco press. May 1984. ციტირების თარიღი: 2008-06-09.
  10. Places in Lebanon - Baalbak. ციტირების თარიღი: 2008-06-09.
  11. Baalbek: Roman City of the Sun. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-04-11. ციტირების თარიღი: 2008-06-09.
  12. Baalbek - UNESCO World Heritage Center. Unesco. ციტირების თარიღი: 2008-06-08.