ლია გიგაური (დ. 7 ნოემბერი, 1960, თელავი)[1] — ქართველი თანამდებობის პირი, ეკონომისტი, ფიზიკოსი. საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი 2020 წელს. ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი (2018).

განათლება რედაქტირება

დაამთავრა ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის მათემატიკა-ფიზიკის ფაკულტეტი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი; მარკეტინგისა და მენეჯმენტის საერთაშორისო ინსტიტუტი (მოსკოვი, 2000); ეკონომიკური განათლების ეროვნული საბჭო (NCEE) და ამერიკის განათლების დეპარტამენტი (აშშ; „საერთაშორისო ეკონომიკა“, ეკონომიკის სწავლების მეთოდები 2002–2003); 2012–2018 წლებში იყო ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ბიზნესისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი დოქტორანტი, სადისერტაციო თემა: „საქართველოს ზოგადი განათლების სისტემური რეფორმების მენეჯმენტის ანალიზი“.[2][3]

საქმიანობა რედაქტირება

1983–2003 წლებში სხვადასხვა სკოლაში იყო ფიზიკის მასწავლებელი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი სხვადასხვა უნივერსიტეტში. 2001–2003 წლებში — საგანმანათლებლო ცენტრ „ერუდიტის“ და ფონდ „ჰორიზონტის“ მცირე ბიზნესის განათლების პროგრამა „ეფექტური მართვის ორგანიზების“ კოორდინატორი. 2004–2005 წლებში კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ „ერუდიტის“, საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი. 2004–2005 წლებში ჩართული იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოციაცია „განათლება, დასაქმება, პროგრესის“ პროექტში „ეკონომიკა“ არაქართული სკოლების პედაგოგებისათვის. 2000–2006 წლებში იყო თბილისის №66 საჯარო სკოლის პედაგოგი. 2006–2007 წლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეკონომიკური განათლების და განვითარების ცენტრის (CEED) პროფესიული სასწავლებლების რეაბილიტაციის პროგრამის (მასწავლებელთა გადამზადება — „მეწარმეობის საფუძვლები“) ტრენინგ-მოდულის ავტორი, ტრენერი; 2006–2008 წლებში BC-ის (ბიზნესის კლინიკა) საჯარო და კერძო სექტორის მართვისა და სტრატეგიული განვითარების კონსულტანტი. 2005–2010 წლებში უნივერსიტეტ „კავკასიის აკადემიური ცენტრის“ ასისტენტ-პროფესორი. 2005–2012 წლებში საგანმანათლებლო ცენტრი CAC-ის მენეჯმენტის მიმართულების ხელმძღვანელი. 2007–2012 წლებში ქალაქ თბილისის №165 საჯარო სკოლის დირექტორი. 2012–2013 წლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი.[2][3] 2013 წლის 20 ნოემბრიდან[4] 2018 წლამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე. 2018 წლის 17 ივლისიდან[5][6] 10 სექტემბრამდე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე.[7] 2018 წლის 23 ოქტომბრიდან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე.[8] 2020 წლის 15 ივნისიდან 6 აგვისტომდე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი.[9]

ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.[2][3]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია: ლია გიგაური. declaration.gov.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16.09.2020. ციტირების თარიღი: 16 სექტემბერი, 2020.
  2. 2.0 2.1 2.2 ლია გიგაური. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. smr.gov.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25-06-2020. ციტირების თარიღი: 16 სექტემბერი, 2020.
  3. 3.0 3.1 3.2 ლია გიგაური. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-15. ციტირების თარიღი: 16 სექტემბერი, 2020.
  4. ლ. გიგაურის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილედ დანიშვნის შესახებ. საქართველოს მთავრობა. gov.ge (21 ნოემბერი, 2013). ციტირების თარიღი: 16 სექტემბერი, 2020.
  5. ლ. გიგაურის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილედ დანიშვნის შესახებ. საქართველოს მთავრობა. gov.ge (17 ივლისი, 2018). ციტირების თარიღი: 16 სექტემბერი, 2020.
  6. ლია გიგაური მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე რჩება. liberali.ge (17 ივლისი, 2018). ციტირების თარიღი: 16 სექტემბერი, 2020.
  7. მინისტრის მოადგილეები ლია გიგაური და თეიმურაზ მურღულია თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ. edu.aris.ge (10 სექტემბერი, 2018). ციტირების თარიღი: 16 სექტემბერი, 2020.
  8. ლია გიგაური ქეთევან ციხელაშვილის მოადგილედ დაინიშნა. imedinews.ge (23 ოქტომბერი, 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-15. ციტირების თარიღი: 16 სექტემბერი, 2020.
  9. ახალი მინისტრის თქმით, კონფლიქტებთან დაკავშირებით არჩეულ კურსს გააგრძელებს. netgazeti.ge (6 აგვისტო, 2020). ციტირების თარიღი: 16 სექტემბერი, 2020.