უილიამ ჯონ პოლ „ლიამ“ გალაგერი (დ. 21 სექტემბერი, 1972) — ინგლისელი მუსიკოსი, ცნობილი, როგორც ჯგუფ Oasis-ის ყოფილი წევრი. იგი იყო Oasis-ის ერთ-ერთი წამყვანი ვოკალისტი. ჯგუფის 2009 წელს დაშლის შემდეგ მან ჩამოაყალიბა ახალი კოლექტივი, Beady Eye, რომელშიც შევიდა Oasis-ის ყველა ყოფილი წევრი, გარდა მისი ძმის, ნოელ გალაგერისა. მოგვიანებით დაიწყო სოლო-კარიერა[1][2]. მისი ექსცენტრიული ქცევა და გამორჩეული ვოკალური სტილი პრესაში ხშირად მიმოხილულა. ლიამი თანამედროვე ბრიტანული მუსიკის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა.

ლიამ გალაგერი

ლიამ გალაგერი 2018 წელს.
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ნოელ თომას დევიდ გალაგერი
დაბ. თარიღი 21 სექტემბერი, 1972 (1972-09-21) (51 წლის)
დაბ. ადგილი ბერნეიჯი, მანჩესტერი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი
საქმიანობა
  • მომღერალი
  • სიმღერების ავტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი
  • ვოკალი
  • გიტარა
  • დაირა
  • პიანინო
  • მარაკასი
  • პერკუსია
აქტიური 1991–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
აღსანიშნავი ინსტრუმენტები
Gibson Hummingbird
საიტი liamgallagher.com
ლიამ გალაგერი ვიკისაწყობში

მიუხედავად იმისა, რომ ნოელ გალაგერი Oasis-ის სიმღერების დიდი ნაწილის ავტორი იყო, ლიამს ეკუთვნის „Songbird“ და „I'm Outta Time“, ისევე, როგორც მთელი რიგი სხვა სიმღერების და B-მხარეების. Oasis 2009 წელს დაიშალა და ნოელმა ჩამოაყალიბა Noel Gallagher's High Flying Birds, ხოლო ლიამმა – Beady Eye, რომელმაც არსებობა 2014 წელს შეწყვიტა. 2017 წლის 6 ოქტომბერს გამოვიდა ლიამის სადებიუტო სოლო-დისკი As You Were.

„Q“-ს 2010 წლის გამოკითხვაში გალაგერი დასახელდა ყველა დროის უდიდეს ჯგუფის ლიდერად.[3]

დისკოგრაფია რედაქტირება

სოლო-ალბომები რედაქტირება

სახელწოდება დეტალები
As You Were
  • გამოსვლის თარიღი: 6 ოქტომბერი, 2017
  • ლეიბლი: Warner Bros. Records
  • ფორმატი: ციფრული ჩამონატვირთი, CD

სინგლები რედაქტირება

როგორც წამყვანი შემსრულებელი რედაქტირება

სახელწოდება წელი უმაღლესი პოზიცია ჩარტში ალბომი
ბრიტ
[4]
საფ
[5]
ირლ
[6]
„Wall of Glass“ 2017 21 44 13 As You Were
„Chinatown“ 56
„For What It's Worth“ 46 27
„Greedy Soul“

სხვა შემსრულებლებთან რედაქტირება

სახელწოდება წელი უმაღლესი პოზიციები ჩარტში ალბომი
ირლ
[6]
„Scorpio Rising“
(Death in Vegas და ლიამ გალაგერი)
2002 31 Scorpio Rising

სხვა ჩანაწერები რედაქტირება

სახელწოდება წელი ალბომ(ებ)ი შემსრულებელი შენიშვნები
„History“ 1995 A Northern Soul The Verve ტაშის ხმა
„Love Me and Leave Me“ 1997 Do It Yourself The Seahorses თანაავტორობა ჯონ სკუაირთან ერთად
„Come On“ Urban Hymns The Verve ბეკ-ვოკალი
„Space & Time“ ტაში
„Nothing Lasts Forever“ Evergreen Echo & the Bunnymen ბეკ-ვოკალი
„Carnation“ 1999 Fire and Skill: The Songs of the Jam სხვადასხვა შემსრულებელი ვოკალი
„Scorpio Rising“ 2002 Scorpio Rising Death in Vegas ვოკალი
„Shoot Down“ 2004 Always Outnumbered, Never Outgunned The Prodigy ვოკალი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Andy Bell to return to guitar for Liam Gallagher's new band. NME (4 December 2009).
  2. „Liam Gallagher reveals his post-Oasis band name“. NME. 25 May 2010.
  3. "Liam Gallagher crowned best frontman" დაარქივებული 30 March 2010 საიტზე Wayback Machine. . The Daily Telegraph. Retrieved 29 May 2010.
  4. Liam Gallagher - UK Charts. ოფიციალური ჩარტების კომპანია. ციტირების თარიღი: 10 June 2017.
  5. lescharts.com – Discographie Liam Gallagher. Hung Medien. ციტირების თარიღი: 10 June 2017.
  6. 6.0 6.1 irish-charts.com – Discography Liam Gallagher. Hung Medien. ციტირების თარიღი: 10 June 2017.