ლე ნუველ ობსერვატორი

„ლე ნუველ ობსერვატორი“ (ფრანგ. – Le Nouvel Observateur) არის ფრანგული ყოველკვირეული გაზეთი და მისი ტირაჟი შეადგენს 500.000 ცალს. გაზეთი 1964 წელს დააარსა ფრანგმა ფილოსოფოსმა და ჟურნალისტმა ანდრე გოსმა თავის კოლეგა ჟურნალისტ ჟან დანიელთან ერთად. ისინი ადრე „ლ’ექსპრესთან“ თანამშრომლობდნენ და ამ თანამშრომლობამ მანამ გასტანა, სანამ ეს გამოცემა პოლიტიკურ ორიენტაციას შეიცვლიდა. „ლე ნუველ ობსერვატორი“ ერთ ხანს მეტად პოპულარული იყო პარიზის ინტელექტუალთა შორის.

ჟურნალი თავიდან მემარცხენე პოლიტიკურ პოზიციებზე იდგა, მოგვიანებით ზომიერი მემარცხენე გამოცემა გახდა, ხოლო 1980-იანი წლებში კი ფრანსუა მიტერანის რეფორმებს უჭერდა მხარს.

ჟურნალის წინამორბედი იყო კლოდ ბურდეს მიერ დაარსებული „ლ’ობსერვატორი“. 19541964 წლებში გამოიცემოდა სათაურით „ფრანს–ობსერვატორი“, ხოლო შემდეგ „ლე ნუველ ობსერვატორი“ დაერქვა. „ლე ნუველ ობსერვატორი“ კლოდ პერდრიელის პრეს–ჯგუფი გამოსცემს 1964 წლიდან.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება