ლეშიჭამიასებრნი (ლათ. Silphidae) — მწერების ოჯახი ხოჭოების რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 6-იდან 40 მმ აღწევს. მატლი ბრტყელია, მოძრავი. ოჯახში 500-ზე მეტი სახეობაა, რომელთაგან საქართველოში 50-ზე მეტი გვხვდება. გავრცელებული არიან ყველა მატერიკაზე, ძირითადად ზომიერი ჰავის პირობებში. ლეშიჭამიასებრთა ფორმები იკვებებიან ლეშით, მაგ., შავი ლეშიჭამია (Silpha oscura) და მესაფლავე ხოჭო. უმცირესობა, მაგ., ლეშიჭამია (Dendroxena quadrimaculata [= Xylodrepa quadripunctata]), მტაცებელია, სპობს ბაღისა და ტყის მავნე მატლებს, რითაც სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის. ზოგი ლეშიჭამიასებრნი მცენარიჭამიაა, მაგ., ლეგა ლეშიჭამია (Aclypca opaca) კულტურულ მცენარეებს აზიანებს.

ლეშიჭამიასებრნი
Necrodes littoralis
Necrodes littoralis
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ხეშეშფრთიანები
ოჯახი:  ლეშიჭამიასებრნი
ლათინური სახელი
Silphidae

ლიტერატურა რედაქტირება