ლენსტერი

(გადამისამართდა გვერდიდან ლენსტერის პროვინცია)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლენსტერი (მრავალმნიშვნელოვანი).

ლენსტერი (ინგლ. Leinster, ირლ. Laighin) — ირლანდიის პროვინცია, მდებარეობს ირლანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.

პროვინცია
ლენსტერი
Laighin / Cúige Laighean
დროშა გერბი

ქვეყანა ირლანდიის დროშა ირლანდია
კოორდინატები 53°20′52″ ჩ. გ. 6°15′35″ დ. გ. / 53.34778° ჩ. გ. 6.25972° დ. გ. / 53.34778; -6.25972
ფართობი 19 800 კმ²
მოსახლეობა 2 501 208 კაცი (2011)
სასაათო სარტყელი UTC±00:00

უძველეს დროში დღევანდელი ლენსტერი იყოფოდა სამ სამეფოდ: მიდე, ოსრეგი და ლენსტერი. ნორმანთა შემოჭრის შემდეგ მიდე და ლენსტერი თანდათან შეერწყა ერთმანეთს. ამის ძირითადი მიზეზი პეილი იყო, რომელიც მოიცავდა ორივე ტერიტორიას. შემდგომში უძველესი სამეფოები დაჰყვეს საგრაფოებად ადმინისტრაციული და იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად. შემდგომ საუკუნეებში ადგილობრივმა ხელისუფლებამ ისტორიული საგრაფოები ქვე-დანაყოფებად დაყო. დღეს საგრაფოები ერთიანდება ოთხ პროვინციაში, თუმცა მათ ოფიციალური სტატუსი არ გააჩნიათ.

საგრაფოები

რედაქტირება

ლენსტერი აერთიანებს 12 საგრაფოს: კარლოუ, დუბლინი, კილდერი, კილკენი, ლიში, ლონგფორდი, ლაუთი, მითი, ოფალი, უესტმითი, უექსფორდი და უიკლოუ. ისტორიული საგრაფო დუბლინი დღეს ადმინისტრაციულად დაყოფილია 3 საგრაფოდ (დან-ლერი-რატდაუნი · ფინგალი · სამხრეთი დუბლინი) და ქალაქ დუბლინად.

უდიდესი დასახლებები

რედაქტირება
# დასახლება საგრაფო მოსახლეობა
1 დუბლინი 1 110 627
2 სვორდსი ფინგალის საგრაფო 42 738
3 დროედა ლაუთის საგრაფო 38 578
4 დანდალკი ლაუთის საგრაფო 35 085
5 ბრეი უიკლოუს საგრაფო 31 901
6 ნავანი მითის საგრაფო 28 179
7 კილკენი კილკენის საგრაფო 24 423
8 ნიუბრიჯი კილდერის საგრაფო 21 561
9 კარლოუ კარლოუს საგრაფო 20 724
10 ნეისი კილდერის საგრაფო 20 573
11 ათლონი როსკომონის საგრაფო
უესტმითის საგრაფო
20 138
12 მალინგარი უესტმითის საგრაფო 20 103
13 უექსფორდი უექსფორდის საგრაფო 20 072
14 სელბრიჯი კილდერის საგრაფო 19 537

მუქად აღნიშნულ დასახლებებს აქვთ City-ის სტატუსი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება