ლემა (ლათ. Datura) — მცენარეთა გვარი ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა. ბალახები, იშვიათად ხეები და ბუჩქებია. გავრცელებულია უმთავრესად ტროპიკულ და სუბტროპიკულ სარტყელში.

ლემა
Datura stramonium
Datura stramonium
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ძაღლყურძენასებრნი
გვარი:  ლემა
ლათინური სახელი
Datura

აერთიანებს 20-მდე სახეობას. ყოფილ სსრკ-ში ერთწლოვანი ბალახების 4 სახეობა იზრდება; მათგან 2 — Datura metel და Datura innoxia კულტივირებულია და გავრცელებული. საქართველოში 2 სახეობაა: Datura stramonium და Datura metel. ეს უკანასკნელი გზადმოყოლილია აფხაზეთში. Datura stramonium ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარეა, იზრდება რუდერალურ ადგილებზე, ღობის ძირში, ბოსტანში, გზისპირებზე.

სამშობლოა ცენტრალური და სამხრეთი ამერიკა. ამჟამად ფართოდაა გავრცელებული ევრაზიაში. კავკასიაში თითქმის ყველა რაიონის მთის ქვედა სარტყელში გვხვდება. შხამიანი მცენარეა, დიდი რაოდენობით შეიცავს ალკალოიდ პიოსციმინს (ფოთოლში 0,28&, თესლში 0,33-,-0,48,7%), აგრეთვე სკოპოლამინს და ატროპინს, სხვადასხვა სახის ცხიმებს, მცირე რაოდენობით სპირტებსა და ალდეჰიდებს.

ლემისგან დამზადებული პრეპარატები გამოიყენება რევმატიზმისა და ბრონქული ასთმის სამკურნალოდ.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ხინთიბიძე ლ., ქსე, ტ. 6, გვ. 166, თბ., 1983