ლელააშხა
მთა საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში
ლელააშხა — მთა საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს ლეჩხუმის ქედზე, მდინარეების ლაჯანურისა (რიონის მარჯვენა შენაკადი) და ღობიშურის (ცხენისწყლის მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3152 მ. აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებით. შემოსილია ალპური მდელოებით.
ლელააშხა | |
---|---|
კოორდინატები: 42°43′36″ ჩ. გ. 43°06′04″ ა. გ. / 42.72667° ჩ. გ. 43.10111° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ცაგერის მუნიციპალიტეტი ლენტეხის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3152 მ |
ქედი | ლეჩხუმის ქედი |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი |
ლიტერატურა რედაქტირება
- მარუაშვილი ლ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 165.